სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

2006 წლამდე აღებული მართვის მოწმობა 2018 წლის პირველი იანვრიდან იურიდიულ ძალას დაკარგავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2006 წლის პირველ აპრილამდე აღებული მართვის მოწმობები 2018 წლის პირველი იანვრიდან იურიდიულ ძალას დაკარგავს.

ვადის გასვლის შემდეგ ახალი მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდის ჩაბარება საჭირო არ არის. საჭიროა მხოლოდ ჯანმრთელობის ცნობის და 15 ლარიანი ქვითრის მომსახურების სააგენტოს ფილიალებში წარდგენა.

რაც შეეხება 2006 წლის პირველი აპრილიდან 2014 წლის პირველ მარტამდე აღებულ მართვის მოწმობებს, მათ იურიდიულ ძალა 2028 წლის პირველ სექტემბრამდე აქვთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100