როგორ უნდა მოიქცნენ მორწმუნეები ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში
აღდგომის
დღესასწაული ერთი
კვირის მანძილზე
გრძელდება. ამ
კვირას ბრწყინვალე
შვიდეული ეწოდება.
მისი თითოეული
დღე განსაკუთრებული
მადლითაა აღსავსე
და ყველა
საეკლესიო წესს
განსაკუთრებული ელფერი
აქვს. წირვა-ლოცვა ამ
კვირისათვის დამახასიათებელი
რიგით სრულდება,
განსხვავებულია მიცვალებულის
წესის აგებაც,
ცვლილებაა ჩვენს
ყოველდღიურ ლოცვებშიც.
ამ კვირაში
შემსუბუქებულია ზიარებისთვის
მომზადებაც: მარხვის
დაცვა არაა
საჭირო, ხორცის
მიღება ზიარების
წინა დღესაც
კი შეიძლება.
იცვლება მისალმების
წესიც. აღდგომიდან
40 დღის განმავლობაში
ქრისტიანები “გამარჯობის”
ნაცვლად ერთმანეთს
ახარებენ: “ქრიტე
აღდგა!”
“საეკლესიო განწესებულებით, ყველა დღესასწაულს თავისი დღეები აქვს. ზოგი მთელი კვირა იდღესასწაულება, ზოგი – სამი დღე, მეტი ან ნაკლები. რადგანაც აღდგომა უდიდესი დღესასწაულია, ერთი კვირა გრძელდება. ეკლესიური ტიპიკონით, აღდგომის დღესასწაულის შემდგომ კვირას ბრწყინვალე შვიდეული ეწოდება. ამ დროს თვით ეკლესიის აღსავლის კარიც კი ღია არის ყველა ტაძარში. ეს იმას ნიშნავს, რომ აღდგომის დღესასწაული ისეთი მნიშვნელოვანია, რომ ზეციური კარიც კი ღიაა მთელი ერთი კვირის განმავლობაში. ეკლესიურ მსახურებაშიც განსაკუთრებული ღვთისმსახურებები აისახება. როგორც პირველი დღის ღვთისმსახურებაში იდღესასწაულება ქრისტეს აღდგომა, იგივე ღვთისმსახურება აღესრულება ყოველდღიურად მთელი შვიდი დღის განმავლობაში და ეს შვიდი დღე პირველი დღის, ქრისტეს აღდგომის მსგავსია. ამიტომაც ეწოდა მთელ კვირას ბრწყინვალე შვიდეული. ქრისტეს აღდგომის დღესასწაული მომდევნო დღეებშიც გრძელდება და მთელი ორმოცი დღის განმავლობაში იდღესასწაულება.
ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს საფლავზე გასვლა ხალხის მიერ შემოღებული ტრადიციაა, მაგრამ იქ მიცვალებულს არ იხსენიებენ, უბრალოდ ახარებენ, რომ ქრისტე აღდგა! მიცვალებულისათვის ლოცვა და პანაშვიდის გადახდა ამ დღეს არ არის მიღებული. მიცვალებულის მოხსენიება კი ხდება ერთი კვირის გასვლის შემდეგ, თომას კვირის სამშაბათს. ეკლესიაში აკეთებენ სააღდგომო საკურთხს, სრულდება წირვა სააღდგომო წესით ტიპიკონის შესაბამისად და სააღდგომო პანაშვიდზე იხსენიებენ მიცვალებულებს და აკურთხებენ საკურთხს.
ბრწყინვალე შვიდეულში დილა-საღამოს ლოცვების მაგივრად სააღდგომო საკითხავებია დაწესებული. მათ ჟამნობა ეწოდება. ასევე, იკითხება სააღდგომო სძლისპირები, ან იგალობება, ვისაც გალობა შეუძლია. ეს მთელი კვირის განმავლობაში გრძელდება, შაბათიდან კი გადავდივართ ჩვეულებრივ ლოცვებზე, მხოლოდ “მეუფეო ზეცათაოს” ნაცვლად იკითხება “ქრისტე აღდგა მკვდრეთით” სამგზის და “ღირს არსის” ნაცვლად “ანგელოზი ღაღადებს”. ბრწყინვალე შვიდეულში აღარ იკითხება ფსალმუნები, თუ ჯგუფურად ასრულებენ ფსალმუნებს, შეუძლიათ გაგრძელება, რადგან მისი შეწყვეტა არ შეიძლება. სხვა შემთხვევაში ფსალმუნების კითხვას შაბათიდან განვაახლებთ.”
ამბობენ, ვინც აღდგომას, ან ბრწყინვალე შვიდეულში გარდაიცვლება, სასუფეველში მოხვდება, რადგან აღდგომისას დახშულია ჯოჯოხეთის კარი, სამოთხისა კი – პირიქით, გახსნილი და თუ უფალი ამ დღეებში ვინმეს გარდაცვალებას ინებებს, მათთვის ღიაა სასუფეველი ცათა.
ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
კომენტარი