ვანო მერაბიშვილი: ბიზნესზე ყოველდღიური ზეწოლა ხორციელდება
ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის"
გენერალური მდივნის
ვანო მერაბიშვილის
განცხადებით, ისეთი
საბიუჯეტო კრიზისის
პირობებში, როგორიც
ახლაა, წინა
ხელისუფლება მუშაობის
საგანგებო რეჟიმზე
გადავიდოდა და
ყველა შტო
ერთად იფიქრებდა,
როგორ გამოსულიყვნენ
ასეთი მძიმე
მდგომარეობიდან.
ამის შესახებ მერაბიშვილმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"საქართველო
სერიოზული
საბიუჯეტო
კრიზისის წინაშე დგას და ამ ფაქტების საილუსტრაციოდ მე მინდა, წარმოგიდგინოთ ის მონაცემები, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის"
ექსპერტებმა
შევაგროვეთ
სხვადასხვა
წყაროებიდან.
ეს აჩვენებს საქართველოს საწარმოებების დღგ-ს ბრუნვებს, რომლებიც მათ ეკონომიკურ
აქტივობას
ასახავს.
6% იყო ოქტომბერში, ნოემბერში -
3,6%, ხოლო
დეკემბერში
ჩვენ გვაქვს კატასტროფული მაჩვენებელი ეს არის (-5,2)%. მსგავსი მონაცემები რომ ყოფილიყო ჩვენი მთავრობის შემთხვევაში, მთავრობა საგანგებო რეჟიმზე გადავიდოდა, ჩაერთვებოდა ხელისუფლების ყველა შტო, როგორც ეკონომიკური, ისე სხვა რეგიონული შტოები და ერთად იფიქრებდნენ როგორ გამოსულიყვნენ ასეთი მძიმე მდგომარეობიდან",
- განაცხადა
მერაბიშვილმა.
ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების კლებასთან დაკავშირებით, მერაბიშვილმა დღეს რამდენიმე მაგალითი დაასახელა. კერძოდ, მისი თქმით, ყველაზე მთავარი ისაა, რომ ხორციელდება ყოველდღიური და სისტემატიური ზეწოლა ბიზნესზე. ასევე, მისი თქმით, პოლიციამ ეკონომიკური დანაშაულის გამოძიება დაიწყო, რაც მისი მინისტრობის დროს პოლიციას აკრძალული ჰქონდა.
მეორე მიზეზად კი, ყოფილმა პრემიერმა დღევანდელი მთავრობის ერთიანი მკაფიო გეგმის არარსებობა დაასახელა. კერძოდ, მისი თქმით ფერმერმა და გლეხმა არ იცი, რა არის მთავრობის ეკონომიკური პრიორიტეტები.
მისივე თქმით, ამ თვეებში "ნაციონალური მოძრაობა" დაადასტურებს, რომ ადგილი აქვს წინასწარ გადახდებს. მერაბიშვილის შეფასებით, ასეთი კრიზისული ვითარება ბოლო სამი წლის განმავლობაში არ ყოფილა და ეს რომ ძველი ხელისუფლების დროს მომხდარიყო, საგანგებო მდგომარეობა იქნებოდა გამოცხადებული.
მერაბიშვილმა
ისიც აღნიშნა, რომ იმის გათვალისწინებით
რომ ძველმა ხელისუფლებამ
"ფორმაში
დატოვა"
ბიუჯეტი, არსებობს რეზერვები, რომლის გათვალისწინებითაც
დაგეგმილ პროექტებს საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, მისი თქმით, თუ ახალმა მთავრობამ დროულად არ მიიღო გადაწყვეტილებები
და ზომები, საფრთხე არა მხოლოდ ამჟამინდელი მთავრობის გეგმებს, არამედ წინა ხელისუფლების დროს დაგეგმილ პროექტებსაც დაემუქრება.
კომენტარი