სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტრაილერიდან ჩამოვარდნილმა ლითონის ფირფიტამ ზესტაფონთან შვიდი ადამიანი იმსხვერპლა

ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა იმერეთში, ზესტაფონის მახლობლად, სოფელ ღორეშასთან, რომელმაც 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

წინასწარი ინფორმაციით, ტრაილერიდან ჩამოვარდნილი ლითონის ფირფიტა სატვირთო მანქანის უკან მომავალ მიკროავტობუსს სახურავზე დაეცა. მიკროავტობუსი მგზავრებით იყო სავსე. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ლითონის ფირფიტა მძიმე იყო, რამაც, ფაქტობრივად, მიკროავტობუსის სახურავის დაპრესვა გამოიწვია.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი ადგიზევე გარდაიცვალა. ამ დრომდე საგანგებო სიტუაციათა ცენტრის მაშველები სპეციალური ხელსაწყოებით ცდილობენ, ცხედრები მიკროავტობუსის კორპუსიდან ამოიყვანონ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანები. სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი მგზავრები ზესტაფონის საავადმყოფოში და დასავლეთ საქართველოს კატასტროფის ცენტრში, ქუთაისში უკვე გადაიყვანეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100