სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გავრცელდება კალაძისა და რვა ე.წ. კანონიერი ქურდის შეხვედრის ამსახველი ვიდეო-აუდიო მასალა

„მეოცნებე“ კახა კალაძე, 14 ან 15 ივნისს იტალიის ქალაქ მილანში 8 ე.წ.ქართველ კანონიერ ქურდს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ბიძინა ივანიშვილისა და ზოგადად, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა იყო. „პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, კალაძისა და ე.წ. ქართველი კანონიერი ქურდების შეხვედრის შესახებ ვიდეო-აუდიო ჩანაწერი არსებობს, რომელიც სავარაუდოდ, უახლოეს საათებში გამოქვეყნდება.

კახა კალაძემ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს ბიძინას დანაბარები გადასცა: თუ ქართველი კრიმინალები სხვადასხვა ქვეყნებში მობილიზებას მოახდენდნენ და ცენტრალიზებულად იმოქმედებდნენ „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად, ოლიგარქი ივანიშვილი მათ ასეულობით მილიონ დოლარს გადაუხდიდა.

ჯემალ მიქელაძე, თეიმურაზ ნემსიწვერიძე და ვლადიმერ ჯიბლაძე - ეს იმ ე.წ. კანონიერი ქურდების ჩამონათვალია, რომლებიც კახი კალაძის მილანურ შეხვედრაძე იმყოფებოდნენ.

მართალია, „ქართული ოცნების“ წევრები კატეგორიულად აცხადებენ, რომ კალაძეს კრიმინალურ ავტორიტეტებთან შეხვედრა არ ჰქონია (ან საიდან უნდა სცოდნოდა მაგალითად ეკა ბესელიას კალაძისა და ე.წ. ქურდების შეხვედრის შესახებ), თუმცა, „პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, ამ შეხვედრის ამსახველი ვიდეო და აუდიო მასალა უახლოეს ხანში გამოქვეყნდება.

წყარო: http://presa.ge/new/?m=society&AID=17074

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100