სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხატია სიჭინავას თქმით, ის ფულზე არ გაყიდულა, უბრალოდ უყვარს და მოსწონს სალომე ზურაბიშვილი

ხატია სიჭინავა ინსტაგრამზე პოსტს აქვეყნებს: "მე მესმის, რომ დღეს ყველა ფულზე იყიდება მესმის რომ უანგარობა დაუჯერებელია და წარმოუდგენელი მაგრამ მეგობრებო , დამიჯერეთ , ჯერ კიდევ დავრჩით მოხალისეები, რომლებსაც უბრალოდ მოგვწონს ან არ მოგვწონს, რომლებსაც არ გვჭირდება არც ფული და არც თანამდებობა თქვენ წარმოიდგინეთ მადლობაც კი ჩვენ უბრალოდ გვიყვარს ან არ გვიყვარს, მოგვწონს ან არ მოგვწონს, მხოლოდ ამის მიხედვით შეგვიძლია ნებისმიერ ადამიანს დავუდგეთ გვერდით, მოვიგერიოთ და გავიზიაროთ მათ მიმართ ნასროლი ტალახი . დიახ მეგობრებო ! ჩვენ ვარსებობთ რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს ეს ვისაც ეს არ შეუძლია , ის რა თქმა უნდა ვერასდროს დაიჯერებს ! საქართველოს კი ვულოცავ პირველ ქალ პრეზიდენტს და ვუსურვებ ბევრ პოზიტივს და ყველა პრობლემის მოგვარებას ჩემს ქვეყანას."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100