"ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდით" - რას გვპირდებაა ხელისუფლება?
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლებისთვის მთავარ ამოცანას მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და იმ ზიანის მინიმუმამდე დაყვანა წარმოადგენს, რომელიც ამ გლობალური გამოწვევისგან ეკონომიკას ადგება. აღნიშნული განცხადება გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე გააკეთა:
"ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ, პირველ რიგში, ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და მეორე, ვიზრუნოთ ჩვენს ეკონომიკაზე. რამეთუ, მინიმუმამდე დავიყვანოთ ზიანი, რომელიც ყველა ამ ქმედებისგან, ამ გლობალური გამოწვევისგან ადგება ჩვენს ეკონომიკას" - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობას ძალიან კარგად ესმის გასაჭირი საქართველოს თითოეული მოქალაქის, რომელმაც დაკარგა, ან პოტენციურად შეიძლება დაკარგოს სამსახური, შესაბამისად, შემოსავალიც.
"ამიტომ, გარდა იმ გეგმისა, რომელიც მთავრობას უკვე მზად აქვს, ეკონომიკის კონკრეტული სექტორების დასახმარებლად, უახლოეს დღეებში იქნება წარმოდგენილი გეგმა, ჩვენი მოქალაქეების კონკრეტული მიზნობრივი დახმარების თვალსაზრისით, რომელსაც ექნება კონკრეტული, აბსოლუტურად ხელშესახები მიზანი იმისთვის, რომ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგეს გვერდით" - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
კომენტარი