სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსოფლიო კამპანიას VIVUS.GE უერთდება

„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ - ეს არის საერთაშორისო აქცია დაუნისსინდრომის მსოფლიო დღის აღსანიშნავად. მსოფლიო კამპანიას საქართველოშიუამრავი კომპანია შეუერთდა, მათ შორის VIVUS.GE და მისი პატრონაჟის ქვეშ მყოფიპროექტი ERTAD.GE. კომპანია მხარს უჭერს დაუნის სინდრომის მქონე პირთა სრულინტეგრაციას საზოგადოებაში და მონაწილეობას იღებს საზოგადოების ცნობიერებისამაღლებაში აღნიშნულ სინდრომთან დაკავშირებით.

„VIVUS.GE უერთდება ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს და მხარს უჭერს დაუნისსინდრომის მქონე ადამიანებს. ჩვენ მივესალმებით მსგავსი ტიპის პრობლემებისწამოწევას და მათი გადაჭრისკენ მიმართულ ნებისმიერ აქტივობას. ჩვენ არ ვითვლითქრომოსომებს!“ - ამბობს გურამ შეროზია, VIVUS.GE-ს საზოგადოებასთანურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერი.

დაუნის სინდრომი დაავადება არ არის. ეს გენეტიკური ცვლილებაა, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში,რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება.

https://www.facebook.com/vivus.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100