სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გურამ ამირხანაშვილმა ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ. ამოიცნო

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანის, ზ.ხ-სადვოკატის, გიორგი გელხაურის ინფორმაციით, გურამ ამირხანაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამოიცნო.
ადვოკატის განმარტებით, ჩვენებაში ამირხანაშვილი არ ახსენებს არასრულწლოვანის მხრიდან რაიმე ტიპის ძალადობას.
„ამირხანაშვილმა ამოიცნო ზ.ხ. და მან, ასევე, განმარტა, რომ ეს პირი მას ნანახი ჰყავს პოლიციაში, როდესაც ის გამოკითხვაზე იმყოფებოდა, რომ ზ.ხ-მ მას გადასცა ნამცხვარი, ვინაიდან იგი იყო მშიერი. ასევე, ეს დეტალიც განაცხადა ამირხანაშვილმა, რომელიც დაფიქსირებულია ოქმში და ხელმოწერილია – მანქანაში ნახა ზ.ხ. ამირხანაშვილმა. მას არ უთქვამს, რომ მან რამე სახის ძალადობა ან შეურაცხყოფა მიაყენა“, – განაცხადა გიორგი გელხაურმა.

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.

პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100