სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

3 თვე მას შემდეგ, რაც კოლორადოში მარიხუანის ლეგალიზაცია მოხდა, ნახეთ შედეგები

3 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მოხდა მარიხუანის ლეგალიზაცია კოლორადოში. სახელმწიფო შემოსავლების დეპარტამენტი აცხადებს რომ მარტში მარიხუანის ნავაჭრი იყო $ 19 მილიონი და თებერვალში $ 14 მილიონამდე. პირველი სამი თვის განმავლობაში მარიხუანის გაყიდვებმა ბიუჟეტში შეიტანეს დაახლოებით $ 7.3 მილიონი. სამედიცინო მარიხუანის და ლიცენზიების გაყიდვებმა $ 12.6 მილიონით შეავსეს შტატის ბიუჟეტი. და მთლიანობაში მარიხუანის გადასახადები გადარიცხვები და დისტრიბუცია ავიდა $ 2.927 მილიონიდან იანვარში $ 4.077 მილიონამდე მარტში.

და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ცოტა ადრეა ამაზე საუბარი, ციფრების ზრდა მიუთითებს იმაზე, რომ პირველი გაყიდვები არ იყო უბრალოდ "ახალი სათამაშოს" შედეგი, როდესაც ყველა ყიდულობს მარიხუანას მხოლოდ იმიტომ რომ მათ შეეძლოთ. კოლორადოს მოქალაქეებს უნდოდათ მარიხუანა ადრე, და უნდათ ეხლაც.

იმავე პერიოდში, კრიმინალი დენვერში ოდნავ შემცირდა და შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები ისეთ სფეროებში, როგორიცაა მარიხუანის ჟურნალისტიკა და მეურნეობა.

სამართლებრივი კანაბისის გაყიდვები ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ წლის განმავლობაში მიაღწევს $ 2.57 მილიარდს. ამჟამად უკვე 21 აშშ-ს შტატში ლეგალიზებულია გარკვეული სახის მარიხუანის გაყიდვა. ერთი წლის წინ გაყიდვებმა მოიტანეს $ 1.53 მილიარდი. რაც დრო გადის, მარიხუანის ინდუსტრია უფრო და უფრო იზრდება.

რა თქმა უნდა, გაყიდვები შეიძლება კვლავ შემცირდეს, მაგრამ ეს ამბები კოლორადოში ამტკიცებს, რომ მარიხუანა ლეგალიზაციას წარმატებით შეუძლია შემოიტანოს ფული ქვეყნის ბიუჟეტში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100