"სოსო გოგაშვილმა თავს უფლება მისცა, მოვეხსენიებინე შეურაცხმყოფელი ფორმით... ვთხოვ, შემხვდეს წინასწარ დათქმულ დროს" - თენგიზ ცერცვაძე
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს ეხმაურება. როგორც ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს, ეს იყო შეურაცხმყოფელი მიმართვა და ის გოგაშვილთან შეხვედრას ითხოვს. "ბატონმა სოსო გოგაშვილმა თავს უფლება მისცა, მოვეხსენიებინე უკიდურესად შეურაცხმყოფელი ფორმით ყოველგვარი მიზეზის, მეტიც, ყოველგვარი საბაბის გარეშე. დაბეჯითებით ვთხოვ ბატონ სოსოს, აუცილებლად შემხვდეს წინასწარ დათქმულ დროს“, - წერს თენგიზ ცერცვაძე. ცნობისთვის, სოსო გოგაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც იგი თენგიზ ცერცვაძეს მოიხსენიებს, როგორც დამნაშავეს და მისი თქმით, გარდაცვლილი 15 000 ადამიანიდან იყვნენ ჯანმრთელი ადამიანები. გოგაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
კომენტარი