სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხელვაჩაურში ჯომარდობისას სამი ტურისტი დაიღუპა - მაშველები ერთს ამ დრომდე ეძებენ

აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონში მდინარე აჭარისწყალზე ჯომარდობის დროს სამი ტურისტი დაიღუპა, ერთ პირს კი ამ დრომდე ეძებენ.

არსებული ინფორმაციით, ჯომარდობისას ნავი ამობრუნდა. სამივე გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, დაკარგული კი საქართველოს.

მომხდარზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100