სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"კოპა ამერიკამ" ახალი სექსსიმბოლო "შვა"

პარაგვაელი მზეთუნახავი ლარისა რიკელმე, რომელმაც სახელი სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე გაითქვა, კოპა ამერიკაზე ის ევერ ბრწყინავს - აღარც გამომწვევად იცვამს და სკანდალური განცხადებებითაც არ გამოირჩევა.
ლარისა ფეხბურთს კვლავაც კი ქომაგობს, თუმცა ტრიბუნაზე "ჭკვიანად" ზის, თამაშის ცქერით ტკბება და ყურადღებას ძველებურად აღარ იპყრობს.
ასეა თუ ისე, ლარისას მსოფლიოს ყველაზე სექსუალური გულშემატკივრის ტიტულში მოცილე გამოუჩნდა - ქერათმიანი პატი ორუზი. ისიც პარაგვაელია და მისი ყურებაც ბევრისთვის არანაკლებ საინტერესოა, ვიდრე თავად მატჩი. ყოველ შემთხვევაში, მისი გარეგნობისა და სითამამის გათვალისწინებით, სრული უფლება გვაქვს ვიფიქროთ, რომ კოპა ამერიკის დაწყებამდე ყველასთვის უცნობი გოგონა, ჩემპიონატის შემდეგ რიკელმეზე არანაკლებ პოპულარული გახდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100