სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უცნაური გარდაცვალება სოხუმის თეატრში

სოხუმის თეატრი პრემიერისთვის ემზადება. ,,კინკასის უცნაური გარდაცვალება“, - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც რეჟისორმა გიორგი თავაძემ, ბრაზილიელი მწერლის, ჟორჟ ამადუს ნაწარმოების მიხედვით დადგა.

პრემიერა 9 და 10 თებერვალს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის მცირე სცენაზე შედგება. ორმოქმედებიანი სპექტაკლი ადამიანის საკუთარ ცხოვრებასთან გაქცევის უძლიერეს სურვილზე და მის მებრძოლ სულზეა აგებული.

სპექტაკლის მთავარი გმირისათვის, - კინკასისათვის, - რთულია საჯარო მოხელის განსაზღვრული წესით ცხოვრება, ამიტომ იგი გაურბის ცხოვრებისეულ წვრილმანებს და სულიერი თავისუფლებისთვისკენ ილტვის... ,,ცხოვრება მარტო წარმატებული სამსახური და განვადებით ნაყიდი მიწის ნაკვეთი არ არის“. - ამ პათოსით ტოვებს ოჯახს კინკასი და ბაიელ მაწანწალებთან ერთად, ქმნის საკუთარი გარდაცვალების იდუმალ ისტორიას.

ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი - გიორგი თავაძე. პროექტი ხორციელდება აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100