სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ - კალაძე

"სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკაში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ამხელა ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ"- ასე პასუხობს დედაქალაქის მერი კრიტიკოსებს.

კახა კალაძემ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებული მოზარდი გუშინ მოინახულა და ლაზარეს ბურთი და საკუთარი საფეხბურთო მაისური აჩუქა. მანამდე კი ქალაქის მერი დევი მეზურნიშვილს შეხვდა, რომელმაც შადრევნიდან ბავშვები ამოიყვანა. შეხვედრების ამსახველი ფოტოები სამთავრობო მედიამ გაავრცელა.

კახა კალაძის თქმით, ლაზარეს და ვაკის პარკის მებაღის დევი მეზურნიშვილის მონახულება მისი ვალდებულება იყო.

სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკაში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ამხელა ტრაგედიაც კი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. რაც შეეხება იმ კამპანიურ აჟიოტაჟს, რომელიც ჩემი და ჩვენი თავგანწირული თანამშრომლის, დევი მეზურნუშვილის შეხვედრამ, ჩემს მიერ პატარა ლაზარეს მონახულებამ გამოიწვია, პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს, მეგობრებო, ჩემი ვალია და ჩემი ვალდებულებაა. არა მხოლოდ როგორც დედაქალაქის მერის, არამედ, პირველ რიგში, როგორც ადამიანის, როგორც კაცის, როგორც 4 შვილის მამის. კი, მე მოვინახულე, შევხვდი ამ ადამიანებს დ აკიდევ შევხვდები და კიდევ მოვინახულებ. მოვინახულებ ყველას, ვისი მადლიერიც ვარ და ყველას, ვინც ამ ტრაგედიით დაზარალდა, - განაცხადა კალაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100