"ცხედარი მის ბინაში შვილმა აღმოაჩინა" - ნახეთ, ვინ დაეღუპა ვლადიმერ პუტინის
მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტების პირადი მფრინავი გრიგორი ბელოდედი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
მფრინავი იმ ეკიპაჟების მეთაური იყო, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტებს - ბორის ელცინს და ვლადიმერ პუტინს ემსახურებოდა, 2005 წელს კი ასაკის გამო პენსიაზე გავიდა.
73 წლის ბელოდედის ცხედარი მის ბინაში შვილმა აღმოაჩინა, რომელიც მამას ტელეფონით ვერ დაუკავშირდა და მისი მონახულება გადაწყვიტა. მფრინავის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარი