გაირკვა, რამდენ ლარიან დახმარებას მიიღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახები
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში განმარტეს, რა დახმარებას მიიღებენ სახელმწიფოსგან სოციალურად დაუცველი ოჯახები. დეტალებზე უწყებაში გამართულ პრეზენტაციაზე მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე პროგრამაში 70 ათასი ოჯახი - 190 ათასი ადამიანია ჩართული, რომელთა სოციალური ქულაც 65 000-100 001-ს შეადგენს და ისინი დახმარებას არ იღებენ.
„ამ ეტაპზე 6 თვის განმავლობაში სოციალურად დაუცველები მიიღებენ შემდეგი სახის დახმარებებს: 1-სულიან ოჯახზე 70 ლარის ოდენობით, ორსულიანი 90 ლარის ოდენობით, სამსულიანი 105 ლარის ოდენობით და მერე მიდის ზრდა. 6 თვის განმავლობაში საშუალოდ 600 ლარი იქნება თითოეულ ოჯახზე გამოყოფილი, თუმცა უმრავლესობა ოჯახზე გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე 600 ლარი“, - განაცხადა ბარკალაიამ.
მისივე თქმით, 6 თვის განმავლობაში 100-ლარიან დახმარებას 100 ათასამდე ქულის მქონე ის ოჯახები მიიღებენ, ვისაც 3 ან მეტი ბავშვი ჰყავს.
ბარკალაიამ განმარტა, რომ ამ ადამიანებს დამატებითი საბუთების წარდგენა არ დასჭირდებათ.
კომენტარი