სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“რენოს” ელექტრომობილების შემოყვანის ვადები უცნობია

როდიდან დაიწყება საქართველოში “რენოს” ელექტრომობილების შემოყვანა, ჯერჯერობით უცნობია. წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობასა და საავტომობილო გიგანტს შორის შეთანხმება გაფორმდა. მაშინ “რენოს” ევრაზიაში ექსპორტის ხელმძღვანელი აცხადებდა, რომ საქართველოში ელექტრომობილების პირველი პარტია წლის ბოლომდე გამოჩნდება. თუმცა, ეკონომიკის სამინისტროში ამ თემაზე კონკრეტულ პასუხს, როდიდან შეიძლება პირველი პარტია შემოვიდეს, ვერ იძლევიან.

“რენო-ნისანის” ქართულ წარმომადგენლობაში კი განმარტავენ, რომ მათ მხოლოდ მომსახურების ნაწილი ეხებათ და ელექტრომობილების მომსახურებისთვის ისინი მზად არიან. თუმცა, გადაწყვეტილებას სათაო ოფისი და სახელმწიფო იღებენ. წინასწარი ინფორმაციით, ელექტრომობილების ფასი 6 ათასი ევროდან დაიწყება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100