ზოოპარკის მეთვალყურეს ლომის ვოლიერში ჩაკეტვა დაავიწყდა და ეს მისი უკანასკნელი შეცდომა აღმოჩნდა
28 წლის მექსიკელი ზოოპარკის მეთვალყურე გუსტავ სერანო ლომმა დაგლიჯა, რადგან მამაკაცს ცხოველის ვოლიერში ჩაკეტვა დაავიწყდა. სერანოს გალიის გაწმენდის წინ ლომი შიგნით უნდა ჩაეკეტა, თუმცა ეს ფაქტი გამორჩა და სიცოცხლე ფატალურად დაასრულა - გალიაში შესულს ლომმა კისერი გამოაჭამა. როდესაც მაშველები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
აგრესიული თავდასხმის მიუხედავად, 22 წლის ლომს სახელად კიმბას არ დააძინებენ და ის ჩვეულებრივად განაგრძობს ზოოპარკში ცხოვრებას, ხოლო გარდაცვლილის ოჯახი ფულად კომპენსაციას მიიღებს ზოოპარკის ადმინისტრაციისგან.
კომენტარი