სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რეჟისორი რობერტ სტურუა ოდესაში"ეტ სეტერას"გასროლებს დაეწსრება

"მე მაქვს ვალდებულება "ეტ სეტერას" წინაშე. ჩემთვის ყველაზე მისაღები წინადადება მათგან მოდის. პირველ რიგში, მიყვარს მსახიობი კალიაგინი და ალბათ, ამ წინადადებას მივიღებ, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. "ეტ სეტერაში" თავი ვიგრძენი, როგორც საკუთარ სახლში. როდესაც არჩევანს 3-4 მანდილოსანს შორის აკეთებ, რთულია აღწერო, რატომ აკეთებ რომელიმე მათგანზე არჩევანს. 30 აგვისტოს ოდესაში მივფრინავ, სადაც "ეტ სეტერას" გასტროლებია", - განაცხადა სტურუამ "რია ნოვოსტის" ოფისში გამართულ ვიდეოხიდის მსვლელობისას.

კითხვაზე, "დაბრუნდება თუ არა უკან"? - სტურუა პასუხობს: "რა თქმა უნდა, საკუთარი ქვეყნის დატოვება არავის სურს, თუმცა არის მომენტები, როდესაც გსურს ყველაფერი მიატოვო. ვფიქრობ, გამიჭირდება დაბრუნება, მიუხედავად იმ დათმობებისა, რომელზედაც თეატრი წავიდა. არ ვიცი, ამ ეტაპზე ისეთ განწყობაზე ვარ, რომ - არა, რადგან საქმე თავმოყვარეობას ეხება, როდესაც შერცხვენილი ადამიანი ბრუნდები ოჯახში, მას არ შეუძლია იყოს სრულყოფილი ოჯახის წევრი. ძალიან რომ მინდოდეს დაბრუნება, მაინც ვერ გავაკეთებ, რადგან ის, რაც იყო, უკვე დასრულდა. როდესაც განცხადება მომიტანეს, ის განცდა არ მქონია, რაც უნდა მქონოდა", - აღნიშნა მან.

"სულ რაღაც 2 კვირაა, რა მოხდა, ჯერ გონზე მოსვლა მჭირდება. ქუჩაში სიარული მიჭირს, რადგან ყველა გაზეთზე ჩემი ფოტოა, ასეთი სკანდალობიც მაღიზიანებს. გმირი ვერ გავხდები, მაგრამ სკანდალური გმირი უკვე ვარ", - განაცხადა სტურუამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100