არაბული გაზაფხული
ჯერ რევოლუცია, მერე რელობა
ეს შთამბეჭდავი სანახაობა იყო – ტუნისში დაწყებული არაბული გაზაფხული, რომელიც შემდეგ ქაიროზე, მანამაზე, ბენგაზასა და სხვა ადგილებზეც გავრცელდა. იმ ადამიანების იერი, რომლებიც მრავალწლიანი ერთმართველობის შემდეგ ელემენტარულ თავისუფლებებს და სუფთა ჰაერს ითხოვდნენ, ოციწლისწინანდელ კომუნიზმის კრახს მოგავგონებდა. მაშინაც გაჩნდა დესპოტური, თავნება და თავისუფლების მახრჩობელა მმართველებისგან გათავისუფლების განცდა. მაშინაც გაჩნდა იმ უზარმაზარი შესაძლებლობების განცდა, რომლებიც უმალ იჩენდნენ თავს, თუკი ინდივიდუალური ინიციტივა გამოთავისუფლდებოდა, თუკი განმტკიცდებოდა დემოკრატია და საბაზრო ურთიერთობები.
თუმცა, საჭიროა მათი გაფრთხილება, ვისაც გათავისუფლების მსგავი განცდა არაბულ სამყაროში აქვს: ოცნებების ასრულება თქვენ გაცილებით გაგიჭირდებათ, ვიდრე აქამდე იყო. ეს იქნება მტკივნეული, უკიდურესად რთული პროცესი, რომელიც სიგიჟმდე და სასოწარკვეთილებამდე მიგიყვანთ. ყველაზე სასარგებლო გაკვეთილი, რისი ათვისებაც კომუნიზმის კრახიდან შეგიძლიათ არის ის, რომ ძველი წესრიგის განადგურება რევოლუციის მხოლოდ პირველი ნაბიჯია. შემდეგ მშენებლობის ხანგრძლივი პროცესი იწყება – აგურზე აგურის დადება, ნაბიჯი ნაბჯის შემდეგ. ამაზე მთელი თაობის სიცოცხლე დაიხარჯება, და მიუხედავად ამისა წარმატების გარანტიებს მაინც ვერავინ მოგცემთ.
ბორის ელცინმა რუსეთში რევოლუციის განხორციელებასა და ძველი წესრიგის დამხობაში ყველას აჯობა. მაგრამ მან საკმარისი დრო და ძალისხმევა არ მოახმარა ქმედუნარიანი ინსტიტუტების მქონე ახალი საზოგადოების შექმნას. ის შესანიშნავი იყო როდესაც სოციალისტურ სახელმწიფოს ანგრევდა, რადგან კარგად იცოდა თუ როგორ უნდა გაეკეთებინა ეს. და თავისუფლების სულისაც ინტუიტიურად ესმოდა. მას ხშირად აკრიტიკებდნენ, მაგრამ საპასუხოდ თავისუფალ პრესას არ ახშობდა. მიუხედავად ამისა, როდესაც ახალი წესრიგის ფუნდამენტის შენების დრო დადგა, ელცინმა ვერ გაიგო ის, თუ პირველ რიგში რა უნდა გაეკეთებინა.
და აი, ამის ერთ–ერთი შედეგი: რუსული დემოკრატია დბადებით სუსტი აღმოჩნდა და ელცინის მემკვიდრე მას მოერია. ის რომ უფრო ძლიერი ყოფილიყო, ვლადიმერ პუტინს გაუჭირდებოდა გუბერნატორების არჩევის გაუქმება, პატარა ოპოზიციური პარტიების დაშინება, ნაციონალური ტელევიზიის დადუმება და ოლიგარქების დამორჩილება. კონკურენცია ჟანგბადია, რომლის გარეშეც ძალაუფლებისთვის მებრძოლი მეტოქეები ვერ გადარჩებიან. რუსეთის ზიგზაგები პროგრესის გზაზე ცვალებადი პოსტსაბჭოთა ისტორიის მრავალი გაკეთილიდან მხოლოდ ერთ–ერთი მაგალითია, რომელიც წინ არაბულ სამყაროსაც ელის.
ეგვიპტეში და სხვა ადგილებშიც წარმატებისთვის სხვა ზომებთან ერთად უნდა შეიქმნას ქმედითი კანონები, ინსტიტუტები, პარტიები, თავისუფალი პრესა, ასევე შეუზღუდავი არჩევნები. თუმცა ეს მხოლოდ ინსტრუმენტებია ცლილებების განხორციელებისთვის, და არა საბოლოო ამოცანები. საჭიროა ასევე სხვა რამ, რაც დასაწყისში დიდად არც იგრძნობა: ადამიანების მენტალიტეტის ცვლა. დავარქვათ ამას პოლიტიკური კულტურა. დაგროვილი ტრაციციები, გამოცდილება, ისტორია, რწმენა და ბევრი სხვა რამ მაშინ იწყებს მოქმედებას, როდესაც ადამიანებს არჩევანის გაკეთება უწევთ: ენდონ თუ არა აშენებულ სისტემას, მიიღონ თუ არა მასში მონაწილეობა, დაეთანხმონ თუ არა მის გადაწყვეტილებებს.
ახალ დემოკრატიაში ცხოვრება განსხვავებული კონკურენციის, იმ დაჯგუფებათა შტაკებების ნამდვილი თარეშია, რომლებიც სიმდიდრის, ძალაუფლების, გავლენისა და ყურადღებისთვის იბრძვიან. თუმცა, ვნებებისა და ინტერესების მოთვინიერება აუცილებელია და ამისთვის არსებობს არჩევნები, კანონის უზენაესობა, ასევე აქტიური და მტკიცე სამოქალაქო საზოგადოება, რომელშიც არსებობს ხალხსა და მის მმართველებს შორის ურთიერთკავშირების მრავალრიცხოვანი და მკაფიო არხები. ეს არხები დიდი ხნის განმავლობაში დაბინძურებული იყო ან საერთოდ არ არსებობდა. თუმცა მხოლოდ არჩევნების ჩატარებაც არ არის საკმარისი, მეტიც საკმარისი სულაც არ არის. საჭიროა პოლიტიკური კულტურის შექმნა და გაძლიერება იმ არსებულის ბაზაზე, რაც წარსულისგან მემკვიდრეობითაა მიღებული. რევოლუცია ვერაფრით გაამართლებს ყველას და თითოეულის იმედს და ეს საკვანძო მომენტია. ადამიანებმა უნდა დაინახონ მომავლის გზა, სისტემა, რომელიც მუშაობს და რომელსაც ისინი ენდობიან – იმ შემთხვევაშიც, თუკი მას ის ბოლომდე ვერ აღმოფხვის მათ უკმაყოფილებას.
როდესაც 1996 წლის რუსეთის არჩევნებს ვაშუქებდი, ერთმა ახალგაზრდა ბანკირმა მითხრა, რომ ის ელცინის ხელახლა არჩევის მომხრე იყო, მიუხედავად მისი ხელისუფლების პირობებში არსებული რამდენიმეწლიანი ქაოსისა. „ჩვენ მშფოთვარე მდინარის შუაგულში ვართ“, – თქვა მან, „ჩვენ შეგვიძლია უკან მივბრუნდეთ ან ჯიუტად განვაგრძოთ სვლა. უარეს შემთხვევაში, თუკი ჩვენ უკან მივბრუნდებით დავკარგავთ ყველაფერს, რასაც უკვე მივაღწიეთ“. „ელცინი სხვა ნაპირისკენ მიემართება და მეც მინდა იქ მოხვედრა“, – თქვა მან.
კომენტარი