„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შეთავაზება II და III თაობის პრიუსის მფლობელებისთვის
ტოიოტას ძრავები შექმნილია ხანგრძლივი და შეუფერხებელი მუშაობისთვის, ეკონომიურობისთვის და საიმედოობის უზრუნველყოფისთვის ნებისმიერ პირობებში, მაგრამ ამ მაღალი სტანდარტის შესანარჩუნებლად საჭიროა რეგულარული სერვისი და უმაღლესი ხარისხის ზეთი.
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ 22 მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით II და III თაობის პრიუსების მფლობელებს ძრავის
ზეთის შეცვლის სრულ სერვისს 125 ლარად სთავაზობს.
ასევე აქციით სარგებლობის შემთხვევაში მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს ავტომობილის ჰიბრიდული
სისტემის შემოწმებას.
ტოიოტას ორიგინალი ძრავის ზეთი (TGMO) ძრავის ერთადერთი საპოხი ნივთიერებაა, რომელიც სპეციალურად ტოიოტას მარკის ავტომობილებისთვის შეიქმნა. სხვა ბრენდებისგან განსხვავებით, TGMO საპოხი მასალები ტესტირებულია და შემუშავებულია სპეციალურად ტოიოტასთვის, რათა მაქსიმალურად დააკმაყოფილოს ძრავის საჭიროებები.
რამდენიმე ასპექტი, თუ რა სარგებელს მიიღებს ტოიოტას მარკის ავტომობილის ძრავა TGMO-სგან:
·
დაცვა: მძლავრი, თხელი დამცავი ფენა ძრავის ნაწილებს ერთად მუშაობის საშუალებას აძლევს. მის გარეშე ძრავა გადახურდება და გამოვა მწყობრიდან.
·
სიმძლავრე: ავსებს ნაპრალს დგუშსა და ცილინდრის კედელს შორის და საშუალებას აძლევს ძრავას, გამოიმუშაოს მაქსიმალური სიმძლავრე.
·
ეკონომია: უზრუნველყოფს ძრავის შეუფერხებელ მუშაობას, რაც ამცირებს დახარჯულ ენერგიას და ხდის ავტომობილს უფრო ეკონომიურს.
·
საიმედოობა: ხელს უშლის ნარჩენების წარმოქმნას, ინარჩუნებს ძრავის სისუფთავეს, ხელს უწყობს დგუშის რგოლების გამართულ მუშაობას და იძლევა გარანტიას, რომ ძრავა იდეალურად იმუშავებს ნებისმიერ ამინდსა და მართვის პირობებში.
·
ხანგრძლივობა: ანეიტრალებს მჟავებს, რომლებიც წვის შედეგად წარმოიქმნება და გაცილებით ხანგრძლივად იცავს კოროზიისგან.
ტოიოტას ორიგინალი ძრავის ზეთი, სწორად შერჩევის და რეგულარული გამოყენების შემთხვევაში, საშუალებას გაძლევთ დიდი ხნით ისიამოვნოთ თქვენი ავტომობილის გამორჩეულად კარგი მუშაობით, ნაკლები გამონაბოლქვითა და საწვავის შემცირებული ხარჯით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
ნომერზე : (+995 032) 229 20 00 ან გვეწვიეთ
მისამართზე: ვაკე, უნივერსიტეტის ქ. N6.
კომენტარი