სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინტერნეტ მედია ჯგუფის განცხადება პალიტრა მედიაში პროკურატურის შესვლის შესახებ

ინტერნეტ მედია ჯგუფი მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებს პალიტმა მედიას და მიიჩნევს რომ გაუგებარი და გაუმართლებელია წინასაარჩევნო პერიოდში პროკურატურის შესვლა მედია ჰოლდინგში.

ინტერნეტ მედია ჯგუფი მოუწოდებს ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რათა პროცესი გახდეს გამჭვირვალე და არ დარჩეს კითხვები, პოლიტიკური ქვეტექსტის შესახებ. ინტერნეტ მედია ჯგუფი მოუწოდებს დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ პროკურატურის მოქმედებებით და მოახდინონ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ცხადი შეფასება. ვიმედოვნებთ რომ პროკურატურის ღონისძიებები გავლენას ვერ მოახდენს პალიტრა მედია ჰოლდინგის სარედაქციო თავისუფლებაზე და გუნდი, რომელიც წლებია წარმატებით ქმნის თავისუფალ სიტყვას, კვლავ შეუფერხებლად გააგრძელებს მუშაობას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100