სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკის მომხმარებლები დამატებით Express ქულებს მიიღებენ საჩუქრად

თბილისი, 28 მაისი, 2013 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს განაცხადა ახალი აქციის დაწყების შესახებ. ის ვინც, 15 ნოემბრამდე, საქართველოს ბანკის ნებისმიერი პლასტიკური ბარათით (გარდა American Express®–ისა), www.ibank.ge –ს, www.eonline.ge –ს, მობილბანკის და SMS ბანკის მეშვეობით შეასრულებს საბანკო ოპერაციას, თითო ოპერაციაზე საჩუქრად მიიღებს 10 Express ქულას.

ამრიგად, თუ აქამდე Express ქულების დარიცხვა ხდებოდა მხოლოდ Express Card-ით შესრულებული ოპერაციისას, აქციის ფარგლებში მომხმარებელი Express ქულებს მიიღებს, საქართველოს ბანკის ნებისმიერი სხვა ბარათით დისტანციურ არხებში ოპერაციების შესრულებისას. ხსენებული აქცია, მომხმარებელს აძლევს ორმაგ სარგებელს– მომხმარებელი მიიღებს საბანკო მომსახურებას ყველაზე სწრაფი და მოსახერხებელი გზით და ამავდროულად, მიიღებს საჩუქარს. Express ქულების დარიცხვა მოხდება დისტანციური არხებით შესრულებულ შემდეგ ოპერაციებზე: გადარიცხვა საკუთარ ანგარიშებს შორის, გადარიცხვა საქართველოს ბანკის ანგარიშებზე, გადარიცხვა სხვა ბანკის ანგარიშზე, კომუნალური და სხვა გადახდები, გზავნილი „ელვა“–ს გაგზავნა.

დაგროვილი Express ქულებით, მომხმარებელი შეძლებს უფასოდ იმგზავროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და შეავსოს მობილურის, კომუნალური მომსახურების, სახლის ტელეფონის, საკაბელო ტელევიზიისა თუ ინტერნეტის ბალანსი. მომხმარებელს, კი რომელსაც არ აქვს Express Card-ი, შეუძლია მიაკითხოს საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს და სულ რამდენიმე წუთში მიიღოს იგი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.expresscard.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100