სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აშშ საელჩო თბილისში და საქართველოს ბანკი ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის თანადაფინანსების შესახებ აცხადებენ

თბილისი, 22 ოქტომბერი, 2014 – აშშ –ს ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა და საქართველოს ბანკის, საქართველოს წამყვანი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა, აშშ მთავრობის ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული, ფულბრაიტის (Fulbright) სტიპენდიის თანადაფინანსების შეთანხმების შესახებ განაცხადეს. თანადაფინანსება გულისხმობს საქართველოს ბანკის მიერ თანხის გამოყოფას, ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში,საქართველოდან ყოველწლიურად დამატებით ორი სტუდენტის დაფინანსებისთვის, რომელთაც სურთ სწავლა განაგრძონ ბიზნესის ადმინისტრირების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა ან საინჟინრო მიმართულებით.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, პირველი ორი სტუდენტი აშშ –ში უკვე მომავალ სასწავლო წელს გაემგზავრება. ხსენებული სტუდენტები შეირჩევიან 2014 წლის შემოდგომაზე მიმდინარე კონკურსის შედეგად.

ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ღია კონკურსია, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს თბილისში აშშ საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება. პროგრამის მიზანია მხარი დაუჭიროს სტუდენტებს, რომელთაც სურთ სწავლის გაგრძელება აშშ –ში, მაგისტრის ხარისხის მოსაპოვლებლად, ნებისმიერ დისციპლინაში. ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის მთავარი სპონსორია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიურო. პროგრამის თანასპონსორია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

„განათლების მხარდაჭერა, საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ბანკს არაერთი აქტივობა აქვს განხორციელებული. მოხარული ვარ, რომ წელს, საქართველოს ბანკმა თანამშრომლობა დაიწყო ისეთ პრესტიჟულ საგანმანათლებლო პროგრამასთან,როგორიცაა აშშ მთავრობის ფულბრაიტის სტიპენდია. ხსენებული თანამშრომლობა საშუალებას მიცემს ყოველწლიურად კიდევ ორ ახალგაზრდას საქართველოდან, მიიღოს დაფინანსება,აშშ –ს რომელიმე უნივერსიტეტის ორ წლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისთვის,“ განაცხადა ირაკლი გილაურმა, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.„საქართველოს ბანკის მიზანია, საქართველოში თუ საზღვარგარეთ სწავლისთვის სტიპენდიების დაწესებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის მხარდაჭერის გზით, რაც შეიძლება უფრო მეტ ადამიანს მიცეს შესაძლებლობა მიიღოს საუკეთესო განათლება.“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100