სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩარლზ III -მ უარი თქვა ჰარისა და მეგან მარკლის შვილებისთვის "მისი უდიდებულესობის" ტიტულის მიცემაზე: "ამ ფაქტმა წყვილი გააცოფა" - რას წერს უცხოური მედია?

პრინ­ცი ჰა­რი­სა და მე­გან მარ­კლის შვი­ლე­ბი "მისი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბის" წო­დე­ბას არ მი­ი­ღე­ბენ, რაც ბრი­ტა­ნე­თი­დან "გა­ხიზ­ნულ“ წყვილს ძა­ლი­ან აბ­რა­ზებს. პრინ­ცი ჰა­რის მამა, ჩარლზ III თა­ნახ­მაა, მის­ცეს 3 წლის არ­ჩის და 1 წლის ლი­ლი­ბეთს პრინ­ცის და პრინ­ცე­სას წო­დე­ბა, მაგ­რამ ერ­თკვი­რი­ა­ნი და­ძა­ბუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ, მან უარი თქვა მათ­თვის "მისი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბის" ტი­ტუ­ლის მი­ცე­მა­ზე. ეს ტი­ტუ­ლი არ­ჩის და ლი­ლი­ბე­თის მშობ­ლებ­საც ჩა­მორ­თმე­უ­ლი აქვთ მას შემ­დეგ, რაც მათ 2020 წელს სა­მე­ფო ოჯა­ხი და დიდი ბრი­ტა­ნე­თი და­ტო­ვეს. "ჰარი და მე­გა­ნი შე­უ­პოვ­რე­ბი იყ­ვნენ იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, რაც დე­დო­ფა­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ისი­ნი და­ჟი­ნე­ბით ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ არჩი და ლი­ლი­ბე­თი პრინ­ცი და პრინ­ცე­სა არი­ან, მაგ­რამ იმ ფაქ­ტმა, რომ ისი­ნი "მისი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბის ტი­ტულს" ვერ მი­ი­ღე­ბენ, წყვი­ლი გა­ა­ცო­ფა“, - ამ­ბობს გა­მო­ცე­მის წყა­რო. ჯერ­ჯე­რო­ბით, არჩი და ლი­ლი­ბე­თი, ოფი­ცი­ა­ლუ­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ბრძა­ნე­ბა­ში მხო­ლოდ ბა­ტონ და მი­სად მო­იხ­სე­ნი­ე­ბი­ან. სა­მე­ფო ექ­სპერ­ტმა, ფილ დამ­პი­ერ­მა MailOnline-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ ჰარი და მე­გა­ნი "კმა­ყო­ფი­ლი უნდა იყ­ვნენ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი კლა­სი­კუ­რი კომ­პრო­მი­სით“. "მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათი შვი­ლე­ბი ჯერ კი­დევ მაღ­ლა დგა­ნან მემ­კვიდ­რე­ო­ბის ხაზ­ში, ისი­ნი არ იმუ­შა­ვე­ბენ სა­მე­ფო ოჯახ­ში, ამი­ტომ სწო­რია, რომ მათ არ უნდა ჰქონ­დეთ სა­მე­ფო ტი­ტუ­ლე­ბი. ბევ­რი ფიქ­რობს, რომ ჰა­რიმ და მე­გან­მა თა­ვა­დაც უნდა და­კარ­გონ თა­ვი­ან­თი ტი­ტუ­ლე­ბი, ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ მათ უნდა მი­ი­ღონ ეს კომ­პრო­მი­სი და მად­ლი­ე­რე­ბიც კი იყ­ვნენ", - აცხა­დებს ის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100