სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
არახელსაყრელი დღეა განსაკუთრებით მამაკაცებისთვის. ერიდეთ აგრესიას. ნურაფერს დაგეგმავთ, რადგან მაინც ვერ განახორციელებთ და დატკბით იმით, რასაც ცხოვრება გთავაზობთ. ქალებმა შესაძლოა, დაღლილობა და გაღიზიანება იგრძნონ. ეცადეთ, ახლობელი ადამიანების კრიტიკას აგრესიით არ უპასუხოთ. ოჯახის წევრებისა და მეგობრების მიმართ მეტი სითბო და ყურადღება გამოავლინეთ.


კურო
ამ დღეს მაღაზიებში ნაკლები იარეთ და ფულის ხარჯვა აკონტროლეთ. უარი თქვით ძვირად ღირებული ნივთების შეძენაზე. როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, შესაძლოა, ახლობელი ადამიანების მიმართ თქვენი გადაჭარბებული მზრუნველობა უსიამოვნების მიზეზი გახდეს.


ტყუპები
ვარსკვლავები თქვენ მიმართ კვლავ კეთილგანწყობილი არიან. გამორიცხული არ არის, რომ ყველა მხრიდან საქმიან თანამშრომლობაზე შეთავაზებები მიიღოთ. ხელიდან ნუ გაუშვებთ წარმატების შანსს. თავდაჯერებულობა და ოპტიმიზმი დაგროვილ საქმეებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.


კირჩხიბი
შესაძლოა, მნიშვნელოვანი შეტყობინება მიიღოთ, რომელიც გამგზავრებას გაიძულებთ. თავი შეიკავეთ სარისკო ოპერაციებში მონაწილეობისგან. გაითვალისწინეთ, რომ წარმატება მხოლოდ თქვენს გამძლეობაზეა დამოკიდებული. ეცადეთ, თითოეულ ადამიანს ღირსეულად და პატივისცემით მოეპყროთ და ემოციები დაიოკეთ.


ლომი
მამაკაცებს არახელსაყრელი დღე ელით. გაითვალისწინეთ, რომ თქვენმა პრინციპულობამ და კატეგორიულობამ შეიძლება მოკავშირეები დაგაკარგვინოთ, ხოლო პრეტენზიულობამ პარტნიორთან უთანხმოება გამოიწვიოს. ქალებს უსაფუძვლო ეჭვიანობა ელით. გახსოვდეთ, თუ პარტნიორმა სხვა ქალს გაუღიმა, ეს ღალატს არ ნიშნავს.


ქალწული
ამ დღეს არაფერი დაგეგმოთ, რადგან მაინც ვერ განახორციელებთ. ეცადეთ, იმით დაკმაყოფილდეთ, რასაც ცხოვრება გთავაზობთ და ზედმეტი არაფერი მოითხოვოთ. საღამო კულტურულ დასვენებას და ბავშვებთან ურთიერთობას დაუთმეთ.


სასწორი
რთული დღეა. ოჯახური და სამსახურებრივი საქმეების შეთავსება მოგიწევთ. თქვენი წარმატება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ერთგულად ემსახურებით საქმეს, რომლისაც გჯერათ. გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტ ემოციებს შეიძლება იმედგაცრუება მოჰყვეს.


მორიელი
შესაძლოა, ამ დღეს ძველმა კავშირებმა და ოჯახურმა ურთიერთობამ დაგაეჭვოთ. რთული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. თავს დაღლილად და გაღიზიანებულად იგრძნობთ. გირჩევთ, ორგანიზმის დასუსტების ამ სიმპტომებს ყურადღება მიაქციოთ.


მშვილდოსანი
ახალი საქმის დაწყებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ გირჩევთ, მხოლოდ თქვენთვის კარგად ნაცნობი საქმეები აკეთოთ და ძველი საქმეები დაასრულოთ. ერიდეთ სარისკო საქმეებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მთლიანად გამორიცხეთ ფიზიკური დატვირთვა და ალკოჰოლური სასმელები.


თხის რქა
ხელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით მამაკაცებისთვის. ისინი ადვილად შეძლებენ ქალების მოხიბვლას, საკუთარი შემოქმედებითი და სექსუალური პოტენციალის გამოვლენას და ახალი კონტაქტების დამყარებას. ქალებს საოჯახო საქმეები და პარტნიორთან პრობლემები ელით. სავარაუდოდ, თქვენს გეგმებს ასრულება არ უწერია. ეცადეთ, იმით დაკმაყოფილდეთ, რასაც ცხოვრება გთავაზობთ და ზედმეტი არაფერი მოითხოვოთ.


მერწყული
დაკარგული კონტაქტების აღდგენის დღეა. სავარაუდოდ, თქვენს ცხოვრებაში ისევ გამოჩნდებიან წარსულში თქვენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები. შესაძლოა, წარსულის შეცდომების გამოსწორება შეძლოთ. სამომავლო გეგმების შესახებ ნურავის უამბობთ, თორემ შესაძლოა, გეგმები ჩაგეშალოთ.


თევზები
პასიური დღეა. აქტიურობას ერიდეთ და დინებას მიჰყევით. მოვლენებს ნუ დააჩქარებთ და უსიამოვნებები თავისთავად გაქრება. ქალებს რომანტიკულ ურთიერთობებში სასიამოვნო მოულოდნელობა ელით. ნებისმიერ შემთხვევაში, მომავალს ოპტიმიზმით შეხედეთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100