"ორი დღეა ვფიქრობ რა ფორმით შეიძლება ვთქვა რომ ცოლი არ უნდა მოკლა"
ნახეთ რას წერს ტორესა მოსი ქალთა ძალადობაზე:
ორი დღეა ვფიქრობ რა ფორმით შეიძლება ვთქვა რომ ცოლი არ უნდა მოკლა, ჰოდა იმდენად ცხადი რაღაცაა, რომ ვშეშდები და ვეღარაფერს ვეღარ ვფიქრობ. გუშინ ამვლელ ჩამვლელი მანქანებიდან კომენტარებს რომ გვიკეთებდნენ იმ ხალხზე მეფიქრება. რა ჯიშისა არიან, რა ჯილაგისა, რა რწმენისა, საერთოდ მეტყველების უნარი როგორ აქვთ. მაგალითად ის კაცი, რომელმაც პლაკატზე: ქალი არაა ყურმოჭრილი მონა, გააკეთა კომენტარი „მაშ რა არის" და მთელი გულით შემეცოდა ყველა ქალი ვისაც მასთან რაიმე კავშირი შეიძლება ჰქონდეს. მოკლედ აბსურდია რა. რაღაცნაირი აბსურდია, რომელსაც ერთადერთი პასუხი შეიძლება ჰქონდეს, კანონის მთელი სიმკაცრით, ყოველგვარი შებრალების გარეშე დაისაჯოს ყველა, ვინც ქალებზე ძალადობს და დაისაჯოს თავშივე, ძალადობის პირველივე შემთხვევაზე, მანამ სანამ ეს ძალადობა მკვლელობამდე მიუყვანია.
კომენტარი