სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პედოფილიის საქმე - 32 წლის კაცის სახლიდან საბრძოლო მასალა ამოიღეს

საქართველოს პროკურატურამ ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედების, სექსუალური ძალადობის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სახლის ჩხრეკისას მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი საბრძოლო მასალაც ამოიღეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული, სოციალური ქსელების მეშვეობით, ყალბი პროფილით ეცნობოდა არასრულწლოვნებს, რის შემდგომაც მუქარის და შანტაჟის გზით, მათ ინტიმური შინაარსის ფოტოსურათების, ვიდეოს და სქესობრივი ურთიერთობის გადაღებას და მისთვის გაგზავნას აიძულებდა, რასაც შემდგომ სხვა პირებს უგზავნიდა.

ბრალდებული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი საბრძოლო მასალა ამოიღეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის და გარყვნილი ქმედების საქმეზე დაკავებული 32 წლის კაცი დანაშაულს სრულად აღიარებს.

რაც შეეხება მძიმე დანაშაულში ბრალდებულის პოზიციას, მისი უფლებადამცველი ამბობს, რომ გაუთქმელობის ხელწერილზე აქვს ხელი მოწერილი, შესაბამისად საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100