საავადმყოფოების პრივატიზაცია იწყება?
ექიმთა პროფკავშირების ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროს საპრივატიზაციოდ ერთდროულად 12 საავადმყოფო გამოაქვს.
ფდგფდგკდფლ;გჰკდფ
ფდგფდგკდფლ;გჰკდფ
მათი თქმით, გასაყიდ ობიექტებს შორისაა მოხვედრილი კლინიკა "ტრავმატოლოგი", თბილისის #2 სამშობიარო სახლი, ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი, ნარკოლოგიური ექსპერტიზის ცენტრი, ონკოლოგიური დისპანსერი და კანისა და ვენერიულ სნეულებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი.
ფდგფდგკდფლ;გჰკდფ
ექიმთა განსაკუთრებულ უკმაყოფილებასა და შიშს იწვევს ის ფაქტი, რომ ამ პროცესს შეიძლება მედპერსონალის მასიური დათხოვნა მოჰყვეს.
ფდგფდგკდფლ;გჰკდფ
ექიმთა განსაკუთრებულ უკმაყოფილებასა და შიშს იწვევს ის ფაქტი, რომ ამ პროცესს შეიძლება მედპერსონალის მასიური დათხოვნა მოჰყვეს.
ფდგფდგკდფლ;გჰკდფ
"რადგან პერსონალის განაწილება ორ საავადმყოფოზე იგეგმება, ცხადია, ექიმთა დიდი ნაწილი უმუშევარი დარჩება, რადგან ყველა საავადმყოფოს არ გააჩნია სახსრები, რომ შენობა შეისყიდოს და ფუნქციონირება გააგრძელოს" - აცხადებენ პროფკავშირებში.
ფდგფდგკდფლ;გჰკდფ
ეკონომიკის სამინისტრო კი, თავის მხრივ, გასაყიდთა ნუსხაში მსგავსი დასახელების საავადმყოფოების შეტანას არ ადასტურებს. აღნიშნულ ინფორმაციას არ ფლობენ ჯანდაცვის სამინისტროშიც.
ფდგფდგკდფლ;გჰკდფ
ეკონომიკის სამინისტრო კი, თავის მხრივ, გასაყიდთა ნუსხაში მსგავსი დასახელების საავადმყოფოების შეტანას არ ადასტურებს. აღნიშნულ ინფორმაციას არ ფლობენ ჯანდაცვის სამინისტროშიც.
ფდგფდგკდფლ;გჰკდფ
რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, მისი ბედი, როგორც დაწესებულების მენეჯმენტში აცხადებენ, სავარაუდოდ, ერთ თვეში გაირკვევა. მათი თქმით, საავადმყოფოს შენობა სახელმწიფო საკუთრებაა და მისი გაყიდვა, ან მართვაში რომელიმე კომპანიის შესვლა, კოლექტივის გადასაწყვეტი არ არის.
ფდგფდგკდფლ;გჰკდფ
ფდგფდგკდფლ;გჰკდფ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ რესპუბლიკური საავადმყოფო გასაყიდად ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში გამოიტანა. ობიექტის საწყის ფასად მაშინ 12 მილიონი დოლარი დასახელდა, თუმცა აუქციონი არ ჩატარებულა. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს მართვაში, შესაძლოა, კანადური "ინტერჰელს კანადა" შევიდეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის საპრივატიზაციო გეგმა 170 მილიონ ლარს შეადგენს. ამ დროისათვის ბიუჯეტში პრივატიზაციიდან 103 მილიონი ლარია შესული.
კომენტარი