სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოჯახის ინფორმაციით, პოლონეთში ახალგაზრდა ქართველი ბიჭი მოკლული ნახეს

ოჯახის ინფორმაციით, პოლონეთში 22 წლის ბექა ტაბაღუა მოკლული ნახეს. ის აფხაზეთიდან დევნილია და ოჯახთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობდა. ახლობლების თქმით, სამუშაოდ ბიჭი პოლონეთში 7 თვეა წავიდა, ბოლო 3 დღის განმავლობაში კი მასთან კონტაქტი გაწყდა. ახლობლებმა ოჯახს აცნობეს, რომ ის დანითაა მოკლული. რა გახდა მომხდარის მიზეზი, მათთვის უცნობია. ოჯახი ხელისუფლებას სთხოვს, დაეხმაროს საქმის გამოძიებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100