ზღვამ უცნაური არსება გამორიყა ნაპირზე, რომელიც ძალიან ჰგავს ლოხ-ნესის ურჩხულს
ამერიკაში, ჯორჯიის შტატში წყალმა ნაპირზე გამორიყა უცნაური არსება, რომელიც აგებულებით მითიურ წყლის ცხოველს, ლოხ-ნესის ურჩხულს ჰგავს. მკვდარი ცხოველი მამა-შვილმა შეამჩნია ნაპირთან. მათთვის უცნაურ და უჩვეულო არსებას ფოტოები გადაუღეს და შემდეგ შესაბამის სამსახურში დარეკეს, რათა ამ ცხოველის შესახებ ეცნობებინათ.
უცნობ არსებას გრძელი ტანი, კიდევ უფრო გრძელი კისერი და პატარა თავი აქვს, როგორც ეს ლოხ-ნესის ტბის მითიურ ამბავშია აღწერილი (ამ მითიური ცხოველის შესახებ ფილმიც არის გადაღებული). ლეგენდა ლოხ-ნესის ურჩხულის შესახებ 1830 წელს გაჩნდა ჩანაწერებში, შემდეგ მეოცე საუკინის დასაწყისში ისევ ალაპარაკდნენ მასზე და თქვეს, რომ ცხოველი საუკუნეში ერთხელ ჩნდება.
ლეგენდის თანახმად, ურჩხული შოტლანდიის ტბის ლოხ-ნესის ბინადარია და მხოლოდ ამ ადგილში ჩნდება. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ წყლის ცხოველი საკუთარი თვალით ჰყავთ ნანახი, არსებობს ბუნდოვანი ფოტოც, რომელზეც ეს უცნაური არსებაა გამოსახული, ამიტომ უამრავი ტურისტი სტუმრობს ამ ადგილს, რათა საკუთარი თვალით ნახოს მითიური არსება, თუმცა მათი მცდელობა უშედეგოა.
კომენტარი