დედა ტერეზას კრედო
– თუკი თქვენ კეთილი ხართ, ადამიანებს შეუძლიათ დაგადანაშაულონ ეგოისტურ მისწრაფებებში. ამის მიუხედავად, იყავით კეთილი!
– თუკი თქვენ წარმატებულები ხართ, თქვენ გაგიჩნდებათ როგორც ჭეშმარიტი, ასევე ყალბი მეგობრები. ამის მიუხედავად, იყავით წარმატებულები!
– თუ თქვენ გულითადი და გულღია ხართ, ადამიანებმა შეიძლება მოგატყუონ. ამის მიუხედავად, იყავით გულითადები და გულღიები!
– ის, რასაც მრავალი წლის განმავლობაში აშენებდით, შეიძლება ერთ ღამეში დაანგრიოს ვინმემ. ამის მიუხედავად, აშენეთ!
– თუ თქვენ სიმშვიდესა და ბედნიერებას მიაღწევთ, ადამიანებს შეშურდებათ. ამის მიუხედავად, იყავით ბედნიერები!
– იმ სიკეთეს, რასაც დღეს აკეთებთ, ხშირად ივიწყებენ მეორე დღესვე. ამის მიუხედავად, აკეთეთ სიკეთე!
– მიეცით სამაყაროს საუკეთესო, რაც კი გაგაჩნიათ, თუნდაც ეს არ იყოს საკმარისი, ამის მიუხედავად, მიეცით!
– თუ თქვენ განსჯით სხვას, მაშინ არ გრჩებათ დრო იმისათვის, რომ გიყვარდეთ იგი! გიყვარდეთ! ყველაფრის მიუხედავად!
– გაუნაწილეთ ადამიანებს ის საუკეთესო, რაც გაგაჩნიათ და ეს არ იქნება არასდროს საკმარისი, მაგრამ ამისდა მიუხედავად, გაუნაწილეთ მათ ის საუკეთესო, რაც გაგაჩნიათ.
– საბოლოოდ მიხვდებით, რომ ეს ყველაფერი თქვენსა და ღმერთს შორის ხდება; ყველაფრის მიუხედავად, ეს არასდროს ყოფილა ადამიანებსა და თქვენ შორის.
კომენტარი