ავსტრიაში პირბადეების ნაცვლად რესპირატორებით ივლიან
დღეიდან ავსტრიის მცხოვრებლებს მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეების ნაცვლად FFP2 კლასის რესპირატორები უნდა ეკეთოთ. ამის შესახებ ქვეყნის კანცლერმა სებასტიან კურცმა განაცხადა.
მანამდე ახალი რეგულაციის შესახებ ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა. რუდოლფ ანშობერის თქმით, მაღალი ხარისხის რესპირატორები პირბადეებზე გაცილებით ძვირია, თუმცა ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ მოსახლეობამ ისინი დაბალ ფასად მიიღოს. რესპირატორი ავსტრიაში სავარაუდოდ 1 ევრო ეღირება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
კომენტარი