სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ აპირებს მეცხრე არხის ყიდვას?

"ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს ტელეკომპანია "მეცხრე არხის" შეძენის სურვილი აქვს და ამ მიზნით ახრის მფლობელთან მოლაპარაკებებს იწყებს.

ამ ინფორმაციას "მე-9 არხის" გენერალური დირექტორმა ლუბა ელიაშვილი ადასტურებს. მისი თქმით, ამის შესახებ თავადაც აქვს ინფორმაცია. ელიაშვილის განმარტებით, ტელეკომპანია "იბერია" იბრუნებს სიხშირეს, რომელიც მას უკანონოდ წაართვეს.

"ოქუაშვილს უბრუნდება კუთვნილი, უკანონოდ წართმეული ლიცენზია და მას პირველ რიგში, თანამშრომლები სჭირდება და შემდეგ - აპარატურა. მოგეხსენებათ, ბიზნესმენია და ფული აქვს. "მე-9 არხს" შეიძენს ისეთს, როგორიც არის", - აღნიშნა ელიაშვილმა. მისივე განმარტებით, ეს არის წინადადება და ახლა ის ადამიანები, ვინც ამ საკითხებს წყვეტენ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდებიან.
ლუბა ელიაშვილის თქმით, კიდევ არაერთი წინადადება არსებობს, თუმცა მან დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, ოქუაშვილი ამ დროისთვის ლონდონში იმყოფება.
ტელეკომპანია "იბერია" "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს ეკუთვნოდა. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ "იბერიაში" სპეცრაზმი შევიდა, რის შემდეგაც ტელევიზია დაიხურა.
ტელეკომპანია "მე-9 არხმა" კი მაუწყებლობა რამდენიმე დღის წინ შეწყვიტა. არხის მფლობელები მზად არიან, ტელეკომპანია მესამედ ფასად გაყიდონ.

ტელეკომპანია "მეცხრე არხის" შესაბამისობის დეკლარაციის თანახმად, არხის დირექტორი ლუბა ელიაშვილია, ხოლო კომპანიის 100 პროცენტს შპს "აქცეპტი" ფლობს. ამასთან, შპს "აქცეპტის" 80%-ს ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე ფლობს, ხოლო 20%-ს - კახა კობიაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100