ზურგში გაყრილი დაშნა მკერდიდან გამოვიდა, „დაჭრილმა“ კი პარკს ორჯერ შემოუარა (ვიდეო)
ამ უცნაური მამაკაცის შესახებ „დრონი.ჯი“ უკვე იუწყებოდა, ამჯერად კი გთავაზობთ ფრაგმენტებს მის შესახებ მომზადებული დოკუმენტური ფილმიდან.
ეს მამაკაცი როტერდამელი მირინ დაჟოა, რომელმაც 33 წლის ასაკში აღმოაჩინა, რომ მისი სხეული მჭრელი საგნებისგან მიყენებული ჭრილობებით არ ზიანდება. ამის შემდეგ მან კაფე–ბარებში ხეტიალი დაიწყო და მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ მსურველებს მის დაჭრას სთავაზობდა, თანაც, ხელწერილს უწერდა, რომ ის ამას მხოლოდ დაჟოს სურვილით აკეთებდა და პასუხისმგებლობას უხსნიდა, თუმცა, სიფრთხილის ამგვარი ზომები ზედმეტი იყო – დაჟოს სხეული ჯანმრთელი და უვნებელი რჩებოდა, თუ არ ჩავთვლით ნაწიბურებს, რომლებიც ზურგსა და მკერდზე ემჩნეოდა.
ერთხანს დაჟო დიდ დარბაზებშიც გამოდიოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი გამოსვლის შემდეგ რამდენიმე ადამიანს გულის შეტევა დაემართა, გამოსვლა აუკრძალეს და ისევ კაფე–ბარებს დაუბრუნდა.
მირინ დაჟოს ცხოვრების დეტალებზე მომზადებული სტატია ჩვენს საიტზე შეგიძლიათ ნახოთ აქ.
კომენტარი