ღარიბაშვილი: მე მაქვს სერიოზული ეჭვები, რომ..
„ის არასწორი განცდა, რაც ევროპასა და ამერიკაში სამწუხაროდ ჯერ კიდევ არსებობს, ვერ მოიხსნა. მე მაქვს სერიოზული ეჭვები, რომ ეს იყო მიზანმიმართული მუშაობა, რომ არ მომხდარიყო რეალობის ჩატანა ევროპასა და ამერიკაში,“–აღნიშნა პრემიერმა.
მისი
განმარტებით,
"თავისუფალმა დემოკრატებმა" ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებითა და ქმედებებით თვითლუსტრირება მოახდინეს.
,,ის რაც გუშინ მოვისმინეთ ყოფილი საგარეო საქმეთა
მინისტრისგან, თურმე მე უნდა გადავმდგარიყავი. ხალხს უნდა ვუთხრა, თურმე რა ჰქონიათ ჩაფიქრებული, რომ ამას ჩემი გადადგომა მოჰყოლოდა. მათი მხრიდან ეს ძალიან არასერიოზული შეფასებებია და კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ეს ადამიანები მოწოდებულები არიყვნენ, რომ სახელმწიფოსთვის ემსახურათ. მათ რეალურად სრულად ჩამოიხსნეს ნიღაბი და გამოაჩინესსაკუთარი თავი, თვითლუსტრირება მოახდინეს. დიდი სინანულით მინდა აღვნიშნო, რომ ამ ორი წლისგანმავლობაში რეალურად მე სხვა ადამიანებს ვუყურებდი", – განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იგი მიესალმება ყველა ოპოზიციური ძალის გააქტიურებას, რაც პოლიტიკურ ცხოვრებას უფრო საინტერესოს გახდის.
„ყველა ადამიანი არის თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში. „თავისუფალმა დემოკრატებმა“ კიდევერთხელ წარმოაჩინეს, რომ არიან და იქნებიან ლოიალურები "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ. ძალიანკარგი, ეს მათი არჩევანია. ჩვენ მივესალმებით ყველა ოპოზიციური ძალის გააქტიურებას. უფრო საინტერესოგახდება პოლიტიკური ცხოვრება", - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება რეალური საქმით უნდა იყოს დაკავებული და ხალხზე უნდა ზრუნავდეს.
„სხვათა შორის, რაც ალასანიამ ვერ გააკეთა ორი წლის განმავლობაში, ალექსანდრე ჭიკაიძემ გააკეთა 1წელიწადში – კვება ვერ მოაწესრიგა ორი წლის მანძილზე და 880 სამხედრო, ჩვენი გმირი ჯარისკაცებიმოიწამლნენ. რაზეა საერთოდ საუბარი? პოლიტიკა არ არის პოდიუმზე სიარული, კეკლუცობა და გაპრანჭულისაუბარი. ჩვენ არ გვცალია და არ გვაქვს დრო იმისთვის, რომ ვასიამოვნოთ ვიღაც-ვიღაცებს. ჩვენ ვაკეთებთსაქმეს ხალხისთვის. ეს არის ჩემთვის მთავარი", - განმარტა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ასევე გამოეხმაურა ირაკლი ალასანიას მისამართით მის მიერ გაკეთებულ შეფასებებს.
"მე ზოგადად მიყვარს პირდაპირი საუბარი. ხშირად შეიძლება ვთქვა ის, რაც სათქმელია, თუმცა არასდროსვკადრულობ ტყუილს. მეორე საკითხია, რამდენად უნდა მეთქვა ან არ უნდა მეთქვა – მეც არ მომეწონა, რაცვთქვი, თუმცა თუ შეფასებებში ვიდავებთ, შემიძლია ნებისმიერ ადამიანს შევეკამათო. საერთო ჯამში, ეს ჩემიმხრიდან სათქმელი ალბათ არ იყო" - განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
კომენტარი