სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გამოკითხვა: რომელი პოლიტიკოსი მოსწონს ხალხს ყველაზე მეტად?

Droni.ge აგრძელებს ხალხის აზრის გაგებას. დღეს ჩვენმა კორესპონდენტმა სცადა გაერკვია რომელი პოლიტიკოსი სარგებლობს საზოგადოების სიმპატიებით, სწორედ ამიტომ რიგით მოქალაქეებს დავუსვით კითხვა: „რომელი ქართველი პოლიტიკოსი მოგწონთ ყველაზე მეტად?“

დავითი (ეკონომისტი, 57წლის): - ცისკარიშვილი ყველას ჯობს,მიუხედავად იმისა რომ პოლიტიკაში იშვიათად ერევა.

ვიტალი (82წლის, პენსიონერი) - დათო ბაქრაძე მოწონს, იმიტომ რომ არ ილანძღება, ძალიან გაწონასწორებულია და ტყუილში ვერ დაიჭერ.

მარიამი (20წლის,სტუდენტი) შალვა ნათელაშვილი, იმიტომ რომ მართალი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს და მჯერა ამ კაცის.

ალექსანდრე (65წლის, პენსიონერი) - ნინო ბურჯანაძე, იმიტომ რომ ის ოპოზიციაშია. გარდა ამისა გამოცდილი პოლიტიკოსია.

იზოლდა (62წლის, ბუღალტერი) მომწონს ივანიშვილი, იმიტომ რომ სოფლის მაცხოვრებლებმა სული მოვითქვით და უფრო მეტს ველოდებით მისგან თუ ნაციონალები აცდიან.

ანა: (25 წლის, ეკონომისტი) მერაბიშვილი მომწონს ყველაზე მეტად, მაგის დამსახურებაა, მშვიდად რომ გვძინავს ხალხს. საყვარელიძე სიმპატიურია და მაგიტომ მომწონს და კიდევ დავით უსუფაშვილი მომწონს, ძალიან გაწონასწორებულია ხოლმე მაშინაც კი როცა პარლამენტში ხმაური ტყდება.

ქაქუცა (58წლის, აგრონომი) - მომწონს შალვა ნათელაშვილი, იმიტომ რომ ჩემსავით მთიულია, თან დიდი ხანია პოლიტიკაშია მაგრამ სამწუხაროდ ერთ საფეხურზე დგას.

ლელა(63წლის, პედაგოგი) - ვინ მომწონს და სააკაშვილი იმიტომ რომ ძალიან კარგი პოლიტიკოსია. მან ბევრი რამე შესძინა ქართველ ხალხს და ეს უნდა დავუფასოთ.

ზოია (57წლის, გარემოვაჭრე) -ივანიშვილი მომწონს, მისი იმედი მაქ. მაგან უნდა ააშენოს საქართველო.

გიორგი (35წლის, ხელოსანი) - სააკაშვილი მომწონს, ძალიან განათლებული და ენერგიული ადამაინია.

ქეთი (25წლის, ექთანი) - ვაშაძე გიორგი მომწონს, ჭკვიანი ახალგაზრდაა.

ქეთი (32წლის, დიასახლისი.) პოლიტიკაში ვერ ვერკვევი, მაგრამ გარეგნობით ოქრუაშვილი მომწონს.

ზაური (32,ინჟინერი); - ახლანდელი პოლიტიკოსები მომწონს, წულუკიანს გამოვარჩევ, სამართლიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ნინო (19 წლის, სტუდენტი) მიხეილ სააკაშვილი მომწონს. ბევრი კარგი რამე გააკეთა საქართველოსთვის და მჯერა მეტს გააკეთებს.


მარი (19 წლის, სტუდენტი) ტარიელ ლონდარიძე მომწონს პიროვნულად, კარგი ადამიანია.

თათია (19 წლის, სტუდენტი) როგორც პოლიტიკოსი რთულია დასახელება ხოლო ისე მაჭავარიანი მომწონს, პიროვნულად.

ელენე (59წლის, ქორეოგრაფი) - ბურჯანაძე მომწონს ყველაფრით. კარგი პიროვნება და ძლიერი პოლიტიკოსია.

ანი(19 წლის, სტუდენტი) - დავითაშვილი მომწონს რადგან პუტკუნაა.

ნინი (19 წლის, სტუდენტი) - ღარიბაშვილი მომწონს, ბევრი კარგი ახალი რეფორმა გაატარა მართალია ზოგი რამ ცუდად გამოუვიდა, მაგრამ მაინც მივესალმები.

ნათელა (59 წლის, პედაგოგი) ბიძინა მომწონს, იმიტომ რომ ვიცი რა პიროვნებაცაა.

გიორგი (სტუდენტი, 20წლის) წულუკიანი მომწონს, იმიტომ რომ ძალიან ჭკვიანი და სამართლიანი პიროვნებაა. მომწონს მისი დამოკიდებულება ნაციონალებისადმი.

სალომე (22წლის,სტუდენტი) - იმდენად ბევრი პოლიტიკოსია, რომ გამორჩევა ძნელია, მაგრამ მაინც მერაბიშვილი მომწონს.

ცეზარი (65წლის, მხატვარი ) ნათელაშვილი მომწონს იმიტომ რომ ეროვნულია, მაგრამ ქარიზმა აკლია. ანალიტიკური აზროვნების გამო კახიშვილი მომწონს, ჩემი სიმპატიაა.

ხატია (27წლის,დიასახლისი) პოლიტიკაში ვერ ვერკვევი მაგრამ გიგი წერეთელი მომწონს.

აღსანიშნავია ისიც, რომ droni.ge -ს შეკითხვას მოქალაქეების უმეტესობამ თავი აარიდა. კითხვაზე: „რომელი ქართველი პოლიტიკოსი მოგწონთ ყველაზე მეტად?“ ყველაზე ხშირი პასუხი გახლდათ: „პოლიტიკაში ვერ ვერკვევი“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100