ალასანია ხელისუფლებასთან ფარულად თანამშრომლობს?
"სწორედაც ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცდილობენ პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გადაყვანას და ხელისუფლების ქუჩის გზით შეცვლას, სააკაშვილს უხანგრძლივებენ ხელისუფლებაში ყოფნას და არა ჩვენ. ჩემი მთავარი ამოცანაა ხელისუფლებაში მოსვლა არა ყველანაირი გზით, არამედ სწორი გზით, ეს გზა არჩევნებია და მე მჯერა, რომ ჩვენ შევცვლით საარჩევნო გარემოს და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას შევძლებთ", - განუცხადა "დრონი.ჯი"-ის "ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.
დფსდფსდფსდფ
დფსდფსდფსდფ
– ბატონო ირაკლი, ახლახანს თქვენი და უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას შეხვედრა შედგა, ამ შეხვედრაზე ქვეყნის უსაფრთხოების საკითხების და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ყოფის გარდა, კიდევ რაზე ისაუბრეთ?
დფსდფსდფსდფ
დფსდფსდფსდფ
– მე რამდენიმე დღე კონფლიქტურ რეგიონში, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მოსაზღვრე ჩვენ სოფლებში, შიდა ქართლში გავატარე და გავეცანი იქ მცხოვრები, ჩვენი პატრიოტი მოქალაქეების უკიდურესად მძიმე ვითარებას. ამ ადამიანების მდგომარეობა, გინდ სოციალური და გინდ უსაფრთხოების კუთხით, ძალიან მძიმეა. ისინი ჩვენ სახელმწიფოებრივობას ამყარებენ და ამიტომ მათი ინტერესების დაცვა და ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ადამიანებმა არ უნდა დატოვონ ეს ტერიტორიები და ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. ამიტომ სწორედ ამაზე მქონდა საუბარი საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანთან, გიგა ბოკერიასთან. გარდა ამისა, ჩვენ, ბუნებრივია, შევეხეთ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებსაც, მათ შორის, ჟენევაში მოლაპარაკებების მიმდინარეობას, მაგრამ ძირითადად მაინც ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე ჩვენი სოფლების უსაფრთხოების მდგომარეობაზე გავამახვილეთ ყურადღება.
დფსდფსდფსდფ
დფსდფსდფსდფ
– გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ ხშირად ხვდებით ბოკერიას და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს არა იმიტომ, რომ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ისაუბროთ, არამედ იმიტომ, რომ მათთან ფარულად თანამშრომლობთ...
დფსდფსდფსდფ
დფსდფსდფსდფ
– მე უკვე აგიხსენით თუ რა თემაზეც მქონდა საუბარი ბოკერიასთან, შემდეგი შეკითხვა.
დფსდფსდფსდფ
დფსდფსდფსდფ
– სხვათა შორის, რადიკალების მხრიდან კვლავ ისმის საუბრები ხელისუფლებასთან თქვენი ფარული თანამშრომლობის შესახებ, თქვენი აზრით, რატომ თვლიან ეს ადამიანები, რომ თქვენ ხელისუფლებასთან გარიგებული ხართ?
დფსდფსდფსდფ
დფსდფსდფსდფ
– ეს მათ ჰკითხეთ, მე მაინტერესებს იმ საზოგადოების აზრი, რომლისთვისაც ვდგამ ამ ნაბიჯებს. მე ვიცავ იმ ჩვენი მოქალაქეების უფლებებს, რომლებიც დღეს უმძიმეს მდგომარეობაში არიან და მოვითხოვე კიდეც, რომ ამ ადამიანებისთვის სარეზერვო ფონდს 15 მილიონი გამოეყო. ეს ის საკითხებია, რომლებიც ეხება არამარტო ქვეყნის უსაფრთხოებას, არამედ ჩვენი თითოეული მოქალაქის ბედს. აქედან გამომდინარე, ვურჩევდი ყველას, რომ სწორედაც იმით დაინტერესდნენ, თუ რეალურად რა სჭირდება დღეს ჩვენს მოსახლეობას, როგორც რეგიონებში, ისე თბილისში.
დფსდფსდფსდფ დფსდფსდფსდფ
დფსდფსდფსდფ დფსდფსდფსდფ
ვთვლი, რომ ჩემი ამოცანა, ვიდრე ჩვენ ხელისუფლებაში მოვალთ, არის ის, რომ საზოგადოების პრობლემებს რეალურად გავეცნოთ და ხელისუფლებას მოსვენება არ მივცეთ, რათა ამ უკანასკნელმა, ის ვალდებულება, რომელიც აკისრია საკუთარი ხალხის წინაშე, შეასრულოს. აი, ეს არის ჩემი ამოცანა.
დფსდფსდფსდფ
გარდა ამისა, ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი დავიწყეთ - საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. ეს იქნება ის მთავარი რეფორმა, რომელიც საზოგადოებას დაანახვებს, რომ მხოლოდ არჩევნების, თავისუფალი არჩევნების გზით შევცვლით ჩვენ იმ ხელისუფლებას, რომლის უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგად დღეს საქართველო ასეთ მძიმე სოციალურ კრიზისშია.
დფსდფსდფსდფ
დფსდფსდფსდფ
– თუმცა, თქვენ საზოგადოების და ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დაწყების გამო უკმაყოფილო დაგირჩათ, "ლეიბორისტები" იმასაც კი ამბობენ, რომ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლებასთან დიალოგის მაგიდას მიუსხდნენ, სააკაშვილს ხელისუფლებაში ყოფნას შეგნებულად უხანგრძლივებენ ...
დფსდფსდფსდფ
– ეს "ლეიბორისტების" ნებაა, ყველას აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი მოსაზრება. მე, სიმართლე გითხრათ, არც კი ვიტვირთავ თავს იმით, რომ ასეთ მოსაზრებებზე მათ პასუხი გავცე. ჩემთვის მთავარია, რომ ქვეყანაში საარჩევნო გარემო შეიცვალოს და მოგვეცეს იმ ხელისუფლების არჩევის უფლება, რომელსაც მხარს ვუჭერთ. ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ რეალურად გამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქეები იმ უმძიმესი კრიზისიდან, რომელშიც არიან. მოსახლეობის უმრავლესობა დღეს სიღარიბის ზღვარს მიღმა არის დარჩენილი, მოქალაქეების 80 % კი ხელმისაწვდომი ჯანდაცვის გარეშეა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ეკონომიკა არ ვითარდება. ამიტომაც, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ხელისუფლების უპასუხისმგებლო პოლიტიკაზე ეკონომიკაშიც, ბიზნესის განვითარების კუთხით და სოფლის მეურნეობის კუთხითაც, საზოგადოება ხედავს, რომ ვცდილობთ ამ ყველაფრის მოგვარებას, ვთავაზობთ მათ ალტერნატივას და საზოგადოების დიდი ნაწილიც ამიტომ გვიჭერს მხარს.

– ოპოზიციის და ექსპერტთა ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი და მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები შედეგიანად არ დასრულდება. რა გაძლევთ იმის ფიქრის საფუძველს, რომ ხელისუფლება წამოვა დათმობაზე და შედეგი მიიღწევა?

– ჩვენ პატარა წარმატებებს უკვე მივაღწიეთ საკრებულოში. ჩვენმა ფრაქციამ მოითხოვა და, რაც მთავარია, მიაღწია იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დაიყოლია და დაარწმუნა შეეცვალა და განეხორციელებინა რამდენიმე საბიუჯეტო ცვლილება. აი, ამ ცვლილებით ყველა უსინათლოს და მათ თანხლებ პირებს დღეს საშუალება აქვთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრონ. ასევე, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ უმწეო ოჯახებში მყოფ ფეხმძიმეებს საშუალება ექნებათ, რომ მათი ხარჯები მუნიციპალიტეტმა თავის თავზე აიღოს. აი, ეს ხომ არის ის წარმატება, რისთვისაც, რა თქმა უნდა, ღირდა, რომ ჩვენს წარმომადგენლებს ემუშავათ? ჩვენ ასევე გვქონდა პატარა წარმატება არჩევნებამდე - საზოგადოებრივ მაუწყებელზე, როდესაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ოპოზიციის და ხელისუფლების საარჩევნო კამპანიის გაშუქება დაბალანსებულად დაიწყო.
დფსდფსდფსდფ
ასე რომ, ვთვლი, რომ სწორედაც ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცდილობენ პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გადაყვანას და ხელისუფლების მხოლოდ ქუჩის გზით შეცვლას, უხანგრძლივებენ ხელისუფლებაში ყოფნას სააკაშვილს და არა ჩვენ.

– რატომ? ხელისუფლებასთან დიალოგითაც არაფერი იცვლება და იმის გარანტია, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდება არ გაქვთ, გააქვთ იმედი და აძლევთ საზოგადოებას იმის პირობას, რომ დემოკრატიული არჩევნების ჩატარდება მოხერხდება? …
– დიახ, და მე არა მარტო იმედი მაქვს, არამედ ყოველდღიურად ვმუშაობ ამისთვის. ჩვენ მოვითხოვეთ, შევქმენით ჩვენი არგუმენტირებული წინადადებები საარჩევნო გარემოს შეცვლაზე, მივაწოდეთ საზოგადოებას და დავსვით ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდაზე, და დღეს ამ უმნიშვლელოვანეს დოკუმენტზე მიდის მუშაობა, გაზაფხულის ბოლოს კი უკვე შეთანხმებული შედეგი, რა თქმა უნდა, გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. ეს არის ბრძოლის ის ხაზი, სადაც ყველამ ერთად, საზოგადოებამაც და ოპოზიციამაც და მანაც, ვისაც ცვლილება უნდა, ამ ბრძოლაში მონაწილეობა უნდა მიიღოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საზოგადოება ფუნდამენტალურად დემოკრატიული ღირებულებების მატარებელია, უბრალოდ, ჩვენ მათ უნდა მივცეთ არჩევნების ისეთი სისტემა, რომელშიც ის საკუთარ ნებას ადეკვატურად გამოხატავს. ამისთვის ვიბრძვი და ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც გვერდში დამიდგებიან, წარმატებას აუცილებლად მიაღწევენ.
დფსდფსდფსდფ
დფსდფსდფსდფ
– კულუარული ინფორმაციით, საარჩევნო გარემოს შეცვლის მოლაპარაკების პროცესში, შესაძლოა, სააკაშვილმა მოულოდნელად ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს, ამას გამორიცხავთ?
დფსდფსდფსდფ
დფსდფსდფსდფ
– გამოვრიცხავ, არა მგონია, რომ ეს ასე მოხდეს.
დფსდფსდფსდფ
დფსდფსდფსდფ
– სხვა ოპოზიციონერების მსგავსად თქვენც ფიქრობთ, რომ "სახალხო კრება" გარდაიცვალა, რატომ უწოდეთ კრების წარმომადგენლებს არაგულწრფელები?
–გითხარით, რომ დღეს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი სწორი გზა არის არჩევნები და ხელისუფლების არჩევნებით დამარცხება. ამიტომაც, პირველ რიგში, საარჩევნო გარემოა შესაცვლელი, უნდა მოხდეს პოლიციის დეპოლიტიზაცია და ოპოზიციას უნდა მიეცეს საშუალება, რომ ნორმალურ პირობებში მოიზიდოს თანხები და მონაწილეობა კონკურენტუნარიან გარემოში მიიღოს. ეს არის ის, რისთვისაც ვიბრძვი. ბოლო ოცი წლის განმავლობაში ყველა გზა გათელილია, ყველა გზა, რომლითაც ხელისუფლება შეიცვალა, იყო ძალადობაზე დაფუძნებული და ამან მოგვიყვანა ამ უაღრესად რთულ ვითარებამდე. ჩემი მთავარი ამოცანა არის ხელისუფლებაში მოსვლა არა ყველანაირი გზით, არამედ, სწორი გზით.
დფსდფსდფსდფ
ამიტომაც, როდესაც ვხედავ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც საზოგადოებას არწმუნებენ იმაში, რომ პოლიტიკური ცვლილების მიღწევა ქუჩის აქციებითაა შესაძლებელი, არაგულწრფელს ვუწოდებ მათ. უდიდეს პატივს ვცემ იმ ადამიანებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მივიდნენ, რადგან ეს იყო და არის მათი პროტესტი, რომელიც ხელისუფლების უპასუხისმგებლობით და ცინიზმით არის გამოწვეული.
დფსდფსდფსდფ
დფსდფსდფსდფ
– სხვათა შორის, რუსთაველის გამზირზე თავმოყრილი ადამიანები გულდაწყვეტილები გაუშვეს შინ...
დფსდფსდფსდფ
დფსდფსდფსდფ
– ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან `სახალხო კრების~ მიერ არჩეული ბრძოლის გზა პოლიტიკურ ცვლილებებს ვერ მოიტანს და ამას ვამბობ ზუსტად და მეტი არაფერი.
დფსდფსდფსდფ
დფსდფსდფსდფ
– "სახალხო კრება" გაზაფხულზე საყოველთაო დაუმორჩილებლობის გამოცხადებას აპირებს, ანუ თქვენი აზრით, სულ ტყუილად გაირჯებიან?
დფსდფსდფსდფ
დფსდფსდფსდფ
– უკვე მოგახსენეთ, ჩემი დამოკიდებულება მათი ბრძოლის ფორმის მიმართ როგორიც არის.
დფსდფსდფსდფ
– თუმცა, 25 ნოემბერს თავმოყრილი ხალხი არა საარჩევნო გარემოს შეცვლას, არამედ რადიკალურ ქმედებას, იგივე პერმანენტული აქციების დაწყებას ითხოვდა და ხალხს მაინცდამაინც არ სჯერა, რომ ხელისუფლებასთან დიალოგით შედეგი მიიღწევა და რამე შეიცვლება.

– საკმაოდ ხშირად ვხვდები ჩვენს მოქალაქეებს და მათი მოთხოვნა დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა. სწორედაც იმ მოთხოვნის გამო ვიბრძვი, რასაც საარჩევნო გარემოს შეცვლა ჰქვია.
დფსდფსდფსდფ
დფსდფსდფსდფ
– და ბოლოს, რატომ დადიხართ ხშირად აშშ-ში, მუსირებს აზრი, რომ აშშ-ში თქვენს "პატრონებთან" ჩადიხართ, რომელთაგანაც მომავალში ხელისუფლებაში მოსვლის გარანტიებს იღებთ, ეს სიმართელეა?
დფსდფსდფსდფ
დფსდფსდფსდფ
– აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და მისი თანადგომა დემოკრატიულ რეფორმებსა და ცვლილებებზე ძალიან მნიშვნელოვანია. მე აშშ-ში არჩევნების შემდეგ ფორმალური ვიზიტით პირველად ჩავედი და მოხდა ჩვენი პოზიციების სრული თანხვედრა აშშ-ს ადმინისტრაციისა და "თეთრი სახლის" წარმომადგენლების პოზიციასთან იმაში, რომ საქართველოს პუტინიზაციას არ დაუშვებენ, ანუ სააკაშვილის გაპრემიერება არ იქნება მხარდაჭერილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ.
დფსდფსდფსდფ
ასევე მოხდა თანხვედრა იმაზე, რომ აშშ გვერდში დაუდგება ქართულ საზოგადოებას საარჩევნო რეფორმაზე დაწყებული მოლაპარაკებების შედეგიანად დასრულებაში. აქედან გამომდინარე, სწორედ აშშ-ის და ევროკავშირის ხელშეწყობა და ხშირ შემთხვევაში ზეწოლა იქნება აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ სწორი საარჩევნო რეფორმა მივიღოთ. მე ასევე მქონდა შეხვედრები ევროკავშირშიც, სადაც ანალოგიური პოზიციები იქნა დაფიქსირებული. როდესაც ჩვენ, რვა ოპოზიციური პოლიტიკური ძალა შეკრული ვართ ერთი მიზნების გარშემო და საერთაშორისო თანამეგობრობაც სწორედ ჩვენს ინიციატივებს უჭერს მხარს, ეს გვაძლევს იმ ოპტიმიზმის საფუძველს, რომლითაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხს ვუდგებით.

კომენტარი