10:00 საათისთვის, საქართველოში ამომრჩეველთა აქტივობამ 6% შეადგინა
10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 6% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 231 736 ამომრჩეველია, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
„ყველა საარჩევნო უბანში ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამომრჩევლებს შესაძლებლობა აქვთ, თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელონ საკუთარი კონსტიტუციური უფლება“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.
კომენტარი