სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უბედური შემთხვევა "ენერგო პრო ჯორჯიაში" - 21 წლის შოთა ბერიაშვილი მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორზე მუშაობისას დაიღუპა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, 21 წლის ბიჭი მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორზე მუშაობისას დაიღუპა.

"ენერგო-პრო ჯორჯია"-ში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გუშინ 21 წლის შოთა ბერიაშვილი გარდაიცვალა. უბედური შემთხვევის სავარაუდო მიზეზი, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით გახდა ის, რომ მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორზე მიმდინარე სამუშაოებისას ელექტრო ენერგია არ იყო გამორთული. ის კომპანიის მეექვსე თანამშრომელი იყო, რომელიც საწარმოო შემთხვევის შედეგად გასულ ერთ წელიწადში დაიღუპა.

საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირი "ენერგო პრო ჯორჯიაში" დაფიქსირებული მსგავსი შემთხვევების მიზეზად სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების წესების არასათანადო დაცვას, დასაქმებულთა გადამზადების არასრულყოფილი მექანიზმებს, დაბალი ხელფასების ფონზე პროფესიონალი სპეციალისტების გადინებას და არასაკმარის საშტატო ერთეულს მიიჩნევს.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მონაცემებით მხოლოდ წელს საწარმოო შემთხვევების შედეგად სამუშაო ადგილზე 22 ადამიანი გარდაიცვალა და 18 დაშავდა. პროფკავშირების გაერთიანება ქმედით შრომის ინსპექციას უკვე წლებია მოითხოვს” - აღნიშნულია პროფკავშირების გაერთანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100