სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანტარქტიდის ყინულის საფარი ყოველწლიურად შვიდი მეტრით მცირდება

ანტარქტიდის ყინუსლის საფარის სისქე ყოველწლიურად შვიდი მეტრით მცირდება. როგორც მეცნიერები იუწყებიან, ეს ყოველივე წყლის ტემპერატურის მატებით არის განპირობებული.

მეცნიერებს აღნიშნული დასკვენბის გამოტანაში თანამგზავრები ეხმარებიან, რომლებიც წლის განმავლობაში 4-დან 5 მილიონამდე სურათს იღებენ. აღმოჩნდა, რომ არა მარტო იმ ყინულის ლღობა მიმდნარეობს, რომელიც უშუალოდ წყალს ეხება, არამედ იმისაც, რომელსაც არავითარი კონტაქტი არ აქვს მასთან. ეს კი ჰაერის დათბობით არის გამოწვეული.

„წყლის ტემპერატურის მატება ანტარქტიდის ყინულის საფარისთვის დიდ საშიშროებას წარმოადგენს. ამ ყოველივეს ჰაერის ტემპერატურის მატებაც ერთვის, რაც ზოგადად კაცობრიობისთვის შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს“, - აღნიშნავენ ამერიკელი მეცნიერები.

აღსანიშნავია, რომ აიზბერგებისა და მცურავი ყინულების ლღობა მათ თავისუფალ მოძრაობას უწყობენ ხელს და ისინი ანტარქტიდის ფარგლებს სცილდებიან.

ანტარქტიდის ყინულების ლღობა მსოფლიო ოკეანის წყლის დომის მატებას უწყობს ხელს. ეს ყოველივე უახლოეს მომავალთან არ არის დაკავშირებული, მნიშვნელოვანი პრობლემების წარმოსაქმნელად ხანგრძლივი პროცესია საჭირო.

მეცნიერები აღნიშნული პრობლემის გადაჭრას ცდილობენ, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ „განრისხებულ ბუნებასთან“ მეცნიერება უძლურია.

ყველაფერთან ერთად ისინი განაცხადებენ, რომ პროცესი უკვე დაწყებულია და მაგალითად იაპონია და მისი კუნძულები, ასევე ინდონეზია და ფილიპინების არქიპელაგი მოჰყავთ. ამ კუნძულებს ჩაძირვა ელით იმ შემთხვევაში, თუ გარდაუვალი ზომები არ იქნება მიღებული. ხოლო თუ რა შეიძლბე იყოს გარდაუვალი ზომები, მეცნიერები ჯერჯერობით ვერ საუბრობენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100