რეჟისორი ბერნარდო ბერტოლუჩი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა
იტალიელი კინორეჟისორი ბერნარდო ბერტოლუჩი გარდაიცვალა. იტალიური მედიის ცნობით, 77 წლის რეჟისორი რომში, საკუთარ სახლში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
ბერტოლუჩი იყო რეჟისორი ისეთი ცნობილი ფილმებისა, როგორებიცაა: "უკანასკნელი ტანგო პარიზში", "მეოცნებენი", "უკანასკნელი იმპერატორი".
ბერნარდო ბერტოლუჩიმ ფილმი „უკანასკნელი იმპერატორი“ 1987 წელს გადაიღო, ბიოგრაფიული ფილმი ჩინეთის უკანასკნელი იმპერატორის პუ ის შესახებ. ეს ფილმი ოსკარების გადაცემის ცერემონიალზე დაჯილდოვდა იმ ცხრავე პრიზით, რაზედაც წარდგენილი იყო: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ადაპტირებული სცენარი, საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი, საუკეთესო მონტაჟი, საუკეთესო კოსტუმების დიზაინი, საუკეთესო მხატვრული გაფორმება, საუკეთესო ორიგინალური მუსიკა, საუკეთესო ხმის ეფექტები.
კომენტარი