სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მე გეხუტები შენ!

არავისთან შემეძლო დამერეკა და ჩემი დაბრუნებით გამეხარებინა. ჩამოსული მგზავრების ტერმინალში დიდხანს ვიდექი და ვუყურებდი, როგორ ეხუტებოდნენ ჩამოსული და დამხვედრი, წამსვლელი და დამრჩენი ადამიანები ერთმანეთს. ძალიან მინდოდა, ყოფილიყო ვინმე ისეთი, ვინც ჩემი ჩამოსვლით გაიხარებდა, გამიღიმებდა და ჩამეხუტებოდა“

იდეა სპონტანურად დაებადა: აიღო მუყაოს მოზრდილი ნაგლეჯი, მარკერი, დიდი ასოებით დააწერა: FREE HUGS და ყველაზე ხალხმრავალ უბანში გავიდა. გამვლელები გაკვირვებით უცქერდნენ ამ უცნაურ ახალგაზრდას.

„უცებ, ვიგრძენი, რომ ზურგიდან ვიღაც შემეხო და მოვტრიალდი. ჩემს წინაშე დაბალი მოხუცი იდგა, რომელმაც დაიწყო მოყოლა, თუ როგორ უჭირს, რადგან შვილი ავტოკატასტროფაში დაეღუპა. მე ჩავიმუხლე, ხელები გავშალე და ჩვენ ერთმანეთს ჩავეხუტეთ ისე, რომ ორივე ვტიროდით.“

ერთ ჩახუტებას მეორე მოჰყვა, შემდეგ კი უკვე უმრავლესობა მიდიოდა მასთან და ეხუტებოდა, თანაც, გულიანად იღიმებოდა. ეს ადამიანი, რომელსაც მსოფლიოში ფრიად პოპულარული „უანგარო ჩახუტების“ აქციის იდეა სპონტანურად დაებადა. ავსტრალიელი ჯუან მანი იყო .ამ დღის შემდეგ აქცია მთელ მსოფლიოს მოედო და მას აქტიურად აღნიშნავენ. დღეს ჩახუტების საერთაშორისო დღეა...

მეცნიერები დიდი ხანია ჩახუტების სამკურნალო ძალის გამოკვლევას აწარმოებენ. ახლახან გამოიყვანეს თვითშეგრძნების იდეალური ფორმულა. ადამიანს ახლობლებთან და მეგობრებთან მოხვევა-ჩახუტება თურმე დღეში არანაკლებ 12-ჯერ ესაჭიროება. საქმე ისაა, რომ შეხების დროს გამომუშავდება ტკივილგამაყუჩებელი ნივთიერებები. ასევე ჩახუტება დეპრესიასა და სტრესს ებრძვის, ხოლო ბიონეგრეტიკოსები ირწმუნებიან, რომ ურთიერთშორის პოზიტიური ენერგიის გაცვლით ადამიანები ერთმანეთს მთელი დღით კარგი განწყობით მუხტავენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100