„ექიმმა რომ გაიგო, სად მივდიოდი, დედაჩემს დაურეკა - დაეცემა და მოკვდებაო“
„ბავშვობიდან მაქვს თანდაყოლილი დაავადება, სისხლის დაავადებაა, ორგანიზმი ძნელად გამოიმუშავებს საჭირო ჟანგბადს და ექიმებმა კატეგორიულად ამიკრძალეს მყინვარზე ასვლა“, - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „პოსტსკრიპტუმთან“ საუბარში.
მისი თქმით, მკურნალი ექიმი გაოგნებული დარჩა, როცა მისი გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო:
„ჩემმა მკურნალმა ექიმმა რომ გაიგო, სად მივდიოდი, კატეგორიულად ამიკრძალა იქ წასვლა, მერე დედაჩემს დაურეკა და უთხრა, არაფრით არ შეიძლება, დაეცემა და მოკვდებაო. ყველაზე საშიში მონაკვეთი 5.000 მეტრზე დაიწყო. იქ ვიწრო ფერდობია და არის ნაპრალი, თუ იმ ნაპრალს არ უყურებ, უკეთესად ადიხარ. უკანა გზაზე დავიწყეთ ყურება და, მაგალითად, ილარიონოვი ერთიორჯერ მოსრიალდა. თოკში რომ ვიყავით ჩაბმული, ეგ დიდი შეღავათი და გარანტია იყო“.
მყინვარის მეორე „შტურმში“ 5 ადამიანი მონაწილეობდა: მათ შორის ერთი პრეზიდენტის დაცვის წევრი იყო, ერთი პროფესიონალი მთამსვლელი და ერთიც - „რუსთავი2“-ის ოპერატორი. პლუს სააკაშვილი და ილარიონოვი.
კომენტარი