საქართველოს შეიარაღებას ულტრათანამედროვე ტანკი შეემატება
ქართულ შეიარაღებულ ძალებს უახლოეს მომავალში ახალი, ულტრათანამედროვე ტანკი შეემატება. როგორც სხვადასხვა წყაროებიდან გახდა ცნობილი, ისრაელი უახლოეს მომავალში იწყებს თავისი ყველაზე მსხვილი სამხედრო ნაწარმის, ტანკ - "მერკავა-4"-ის ექსპორტს.
დფგდფგფდგდ
"მერკავა-4" ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო თანამედროვე ტანკია მსოფლიოში. მისი საზღვარგარეთის სახელმწიფოთა არმიებისათვის მიყიდვისაგან ისრაელის თავდაცვის სამინისტრო დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა თავს.

როგორც უცხოური საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი, რომ თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა უდი შენმა, თანხმობა გასცა "მერკავას" მიყიდვაზე იმ სახელმწიფოთა არმიებისათვის, რომელნიც ისრაელის მიმართ მეგობრულ დამოკიდებულებაში არიან. ამ გადაწყვეტილების მიღება კი აშშ-ის ადმინისტრაციის თანხმობის შემდეგ განხორციელდა.

მეგობრულ სახელმწიფოთა შორის მოხვდა საქართველო, რომელსაც, როგორც ირკვევა, ისრაელი ამ ულტრათანამედროვე ტანკს მიჰყიდის. ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, დეტალები ცნობილი არ არის. ინფორმაცია კი, თავდაპირველად, რუსულმა მედიამ გაავრცელა.
დფგდფგფდგდ
დფგდფგფდგდ
ტანკ "მერკავას" ოფიციალური წარმოება 1979 წლის აგვისტოდან დაიწყო. ამის მიზეზი გახდა დიდი ბრიტანეთის უარი ისრაელისათვის ტანკ `ჩიფტენის~ მიყიდვასთან დაკავშირებით. პროექტს ხელმძღვანელობდა გენერალ-მაიორი ისრაელ ტალი, რაც უჩვეულოა მსოფლიო ტანკმშენებლობის პრაქტიკაში, ვინაიდან ტალი არა ინჟინერი, არამედ სამხედრო ოფიცერი და ებრაულ-არაბული ომების მონაწილე იყო.
დფგდფგფდგდ
დფგდფგფდგდ
1979 წლის ოქტომბერში `მერკავა~ ოფიციალურად იქნა მიღებული შეიარაღებაში. მისი პირველი საჯარო ჩვენება ისრაელის დამოუკიდებლობის დღეს, იერუსალიმის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. დღეს "მერკავა" მთლიანად გაუმჯობესებულია და ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ტანკად მსოფლიოში.
კომენტარი