მთვრალი მამაკაცი, რომელიც კრემლში შეჭრას ცდილობდა, პრეზიდენტის დაცვამ აიყვანა
ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი, რომელიც კრემლში შეჭრას ცდილობდა, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა, რუსეთის პრეზიდენტის დაცვამ და ადგილობრივი განყოფილების სწრაფი რეაგირების ეკიპაჟმა დააკავა. შემთხვევა კვირას, საღამოს საათებში მოხდა. როგორც “სეგოდნია” იტყობინება, მთვრალი მოქალაქე კრემლში შეღწევას ბოროვიცკის კოშკის გავლით აპირებდა.
დაკავებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი შედგა. კანონის დამრღვევს ფულადი ჯარიმის გადახდა არ აკმარეს და ორი კვირით საკანში გაისტუმრეს. სამართალდამცველები მის ვინაობას არ ასახელებენ და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ მამაკაცი 1984 წელსაა დაბადებული.
კრემლში მსგავსი ხერხებით შეღწევის მცდელობა მოსკოვში ადრეც დაფიქსირებულა. შარშან ალექსანდოვის ბაღში სარატოველი ახალგაზრდა დააკავეს, რომელიც კრემლის კედელზე აძრომას არსენალის კოშკიდან ცდილობდა. ის ახალგაზრდაც ალკოჰოლური სასმელის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.
კომენტარი