30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ურთიერთობის, მიმოწერის, ინფორმაციის შესწავლის დღეა. მოსალოდნელია ხანმოკლე მიმოსვლა. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს საოჯახო საქმეები.
კურო
არ იზარმაცოთ და დილიდანვე შეუდექით საქმეების მოგვარებას. სხვა დღისთვის გადადეთ საყოდლები, განსაკუთრებით, - მსხვილი. იყავით მზრუნველი ახლობლების მიმართ.
ტყუპი
ყოველდღიური, სასიამოვნო საქმეებით დაკავდით. ნუ დაიტვირთებით რთული ფიზიკური და გონებრივი სამუშაოთი. უპირატესობა ჯანსაღ კვებას მიანიჭეთ.
კირჩხიბი
დილას აუცილებელი საქმეები შეასრულეთ, მოგვიანებით მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით და მოსაწყენად არ გეცლებათ. მოერიდეთ ემოციების გამოხატვას, სტრესს.
ლომი
გადახედეთ გარემოცვას. დღეს შეიძლება დაემშვიდობოთ ზოგიერთ მეგობარს, საქმეს. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად მშვიდ გარემოში გაატარეთ.
ქალწული
კარიერა და სტატუსი იქნება დღის მთავარი საზრუნავი. ზოგიერთი დაღლილობას და სიტუაციის შეცვლის სურვილს იგრძნობს. მოგინდებათ ცვლილებები, მეგობრებთან ურთიერთობა.
სასწორი
საჭირო ინფორმაციის და სასურველ წერილის მისაღებად მოცდა მოგიწევთ. საღამოს ახალ დავალებებს უნდა გაუმკლავდეთ. მოერიდეთ კამათსა და სტრესულ სიტუაციებს.
მორიელი
ნუ დაიტვირთავთ თავს რთული დავალებებით. მეტად დაისვენეთ. საკუთარ თავს სუფთა ჰაერზე სეირნობის უფლება მიეცით. შეეხმიანეთ მეგობრებს. რელიგიური და სასიყვარულო საკითხები მეტ ყურადღებას მოითხოვს.
მშვილდოსანი
დღის პირველ ნახევარში საშუალება მოგეცემათ თავი მოაწონით საზოგადოებას. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეებისთვის, განაახლეთ რომანტიკული ურთიერთობები.
თხის რქა
დილა ყოველდღიური საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს პარტნიორული ურთიერთობები. აკონტროლეთ გრძნობები და სურვილები.
მერწყული
დილა შემოქმედებითი საქმეებს, მეგობრებთან და შვილებთან ურთიერთობას დაუთმეთ. იყავით ადეკვატური. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.
თევზები
კონცენტრაცია მოახდინეთ ერთ კონკრეტულ საქმეზე. ნუ ელით სხვების დახმარებას, ზოგიერთი დავალების შესრულება მარტოს მოგიწევთ. საღამო შემოქმედებით საქმიანობას, რომანტიკული ურთიერთობების გაუმჯობესებას დაუთმეთ.
კომენტარი