სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა საკითხები განიხილეს სინოდის სხდომაზე - ანდრია ჯაღმაიძის განმარტება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სინოდის დღევანდელ სხდომაზე განხილული საკითხები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისა და დავით გარეჯის საკითხებს ეხებოდა.

მისივე თქმით, მღვდელმთავრებმა ბევრი საკითხი მცირე დროში შეათანხმეს და სინოდის განჩინების ოქმს საპატრიარქო უახლოეს საათებში გაავრცელებს.

“საკმაოდ ბევრი საკითხი, საკმაოდ მცირე დროში შეათანხმეს მღვდელმთავრებმა და რამდენიმე საათში განჩინების სახით გაავრცელებს საპატრიარქო ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სინოდმა მიიღო. საკითხები ეხებოდა გარეჯს, ვაქცინაციას, იყო რიგი საკითხებისა ზნეობრივი კუთხით შეფასებული და ეს ყველაფერი ოქმში აისახება“,- აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100