"პატრიარქთან შეთანხმებით ჩემი ძმა პატიმრობაში დატოვეს" - სინოდის სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს
საპატრიარქოში სინოდის სხდომა, სადაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირების საგანგებო სხდომა იწყება, რომელზეც COVID19-თან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ, აქციის ფონზე მიმდინარეობს. ადგილზე დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის ძმა მივიდა.
თორნიკე მამალაძის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ, საქალაქო სასამართლომ არასამართლიანი გადაწყვეტილება და დეკანოზი მამალაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა.
როგორც პატიმრობაში მყოფი დეკანოზის ძმა აცხადებს, მოსამართლემ გადაწყვეტილება პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. თორნიკე მამალაძის თქმით, სასამართლო სხდომამდე მოსამართლე ილია მეორესთან შეხვედრაზე, საქართველოს საპატრიარქოში იმყოფებოდა.
"სასამართლომ შეასრულა პატრიარქის ნება, როგორც პრეზიდენტმა, რადგანაც ეს ქალბატონი მუშაობდა საქართველოს საპატრიარქოს უნივერსიტეტში. მე მაქვს ინფორმაცია ისევ და ისევ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებისგან, რომ ეს ქალბატონი ბრძანდებოდა უშუალოს კათოლიკოს პატრიარქთან და მასთან შეთანხმებით მოხდა ჩემი ძმის საპყრობილეში დატოვება. მე მოვუწოდებ ამ ადამიანებს, რომ იმსჯელონ იმ ვირუსთან დაკავშირებით, რა ვირუსიც წლების განმავლობაში არსებობს საქართველოს საპატრიარქოში და მიიღონ ადეკვატური გაცხადება" - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.
კომენტარი